დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ევროსაბჭო იმ მესამე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებთანაც წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს - მათ შორისაა საქართველო 30.06.2020 20:28

ევროკავშირის საბჭო იმ მესამე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებთანაც წევრმა სახელმწიფოებმა 1-ელი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს. აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს). ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სია ყოველ 2 კვირაში განახლდება.

 

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სიის შექმნისას შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და ყოველ 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14 დღესთან შედარებით, კორონავრუსის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი; ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე, მათ შორის ტესტირების, კონტროლის, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.

 

„მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ევროკავშირის დელეგაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციაც“ , - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ