დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 01.07.2020 11:40

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 931 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა და 795 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ