დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქართული ოპოზიცია საზღვრების გახსნას ითხოვს 01.07.2020 12:15

რუსეთის პოპულარული გაზეთის „ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») დღევანდელ, პირველი ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული ოპოზიცია საზღვრების გახსნას ითხოვს: მთავრობის გადაწყვეტილებამ ავამიმოსვლის განახლებისა და ტურიზმის რესტარტის გადადებაზე უკმაყოფილება გამოიწვია“, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ხელისუფლების მიერ დახურული საზღვრების სავარაუდო გახსნას ეხება.


„თბილისში მიგრანტთა ოჯახის წევრებს განზრახული აქვთ საპროტესტო აქცია გამართონ მთავრობისადმი მოთხოვნით რეგულარული ავიარეისების განახლების თაობაზე. მათ მხარს უჭერს როგორც ოპოზიცია, ასევე ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ამგვარი პოზიციის მიზეზად იქცა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ადრე გამოცხადებული საერთაშორისო ავიამიმოსვლის დაწყების თარიღი შეიცვალა - ერთი თვით გადაიდო და პირველი ივნისიდან კი არ განახლდება, არამედ პირველი აგვისტოდან“.


აქციის გამართვის ორგანიზატორები თავიანთ პროტესტს იმით ხსნიან, რომ საზღვარგარეთ დასაქმებული მათი ახლობლები ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, უმუშევრებად იქცნენ, ბინის ქირასაც კი ვეღარ იხდიან, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა კი არ აქვთ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ავიარეისების შესრულება პირველი ივლისიდან დაიწყებოდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ეს არ მოხდება. „ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს და ჩატტერული რეისები მაინც უნდა განახორციელოს“, - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.


რა თქმა უნდა, მთავრობა პანდემიის პერიოდში უქმად არ იყო - ორგანიზებული იქნა ბევრი ჩარტერული რეისი, დაიგეგმა რეგულარული ავიარეისების დაწყების თარიღიც, მაგრამ რადგანაც, საქართველოსაგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნებში სიტუაცია არასახარბიელოა, მთავრობამ ავიამიმოსვლის რესტარტი და ტურიზმის სეზონის დაწყება აგვიტოს პირველი რიცხვებისთვის გადადო“, - აღნიშნულია სტატიაში.


პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში არსებული ვითარება: „პანდემიურმა მდგომარეობამ ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა დარგების პარალიზება გამოიწვია. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი, რომლებიც სუვენირებს ამზადებდნენ, ასევე ექსკურსიამძღოლები, გიდები შემოსავლების გარეშე დარჩნენ. ამიტომაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ეგუება მთავრობის გადაწყვეტილებას და არ მალავს უკმაყოფილებას.


როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, მოსახლეობა უნდა დაელოდოს იმ დროს, როცა საზღვარგარეთ ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდება. „საქართველო იმ ბედნიერ და იშვიათ გამონაკლის ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც პანდემიის პირველ ტალღას კარგად გაუმკლავდნენ. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ ერთი მეხუთედი ნაწილი გამოვიყენეთ. საზღვრების გახსნამ საერთაშორისო ტურიზმის მიზნით შეიძლება სიტუაციაა გაართულოს. ამიტომ ცოტაც უნდა მოვითმინოთ“, - ციტირებს გაზეთი ეპიდემიოლოგ თენგიზ ცერცვაძის ნათქვამს. „პრინციპში, საქართველო მზადაა საზღვრების გასახსნელად, მაგრამ მეტი გარანტიისათვის ცოტაც უნდა დაველოდოთ“.


წყარო: https://www.ng.ru/cis/2020-06-30/5_7898_georgia.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ