დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

შავ ზღვაზე ტურისტული სეზონი გაიხსნა 01.07.2020 12:29

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა BBC russian») ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი „შავ ზღვაზე ტურისტული სეზონი გაიხსნა“ - რუსეთის შავიზღვისპირეთში - კრასნოდარის მხარეში  ტურიზმის გამოცოცხლების თაობაზე. ცხადია, ის, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს მეზობლად, საქართველოსთვისაც საინტერესოა.


გთავაზობთ სიუჟეტს შემოკლებით:


„კრასნოდარის მხარეში ტურისტებისთვის სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი გააუქმეს. ჩამსვლელებს მხოლოდ ტემპერატურას უზომავენ.


და სანამ სახელმწიფო საზღვრები დახურულია, რუსები საკუთარ ქვეყანას უფრო ღრმად ეცნობიან, მიდიან ტურისტულ ლაშქრობებში, ისვენებენ რუსეთის კურორტებზე. ზოგს თბილი შავი ზღვა მოენატრა, ზოგს კი ცივი თოვლი - კავკასიაში ორივეა - სოჭში - თბილი ზღვა, კრასნაია პოლიანაში - ცივი თოვლი.


„ჩვენს სტუმრებს კორონავირუსის არ ეშინიათ. მათ დასვენება და დადებითი ემოციების მიღება სურთ, რაც, ნაწილობრივ, იმუნიტეტსაც აძლიერებს“, - ამბობს ქრისტინა ვექსელბერგი, სოჭის პლაჟის „როზა-ხუტორის“ მენეჯერი.


კრასნაია პოლიანა ერთ კვირაში რუსეთის ყველა კუთხიდან ჩასული ტურისტებით გაივსო. გახსნილია რესტორნები, ბარები, კაფეები. ჯერ-ჯერობით დახურულია ღამის კლუბები, აქვაპარკები და აუზები.


მენეჯერები პირველ პროგნოზებს აკეთებენ: „იმედი გვაქვს, რომ რადგან რუსეთის საზღვრები დახურულია და უცხოეთიც, კორონავირუსის გამო, ჯერ-ჯერობით არ გვეპატიჟება, ჩვენი კურორტი ჩვენივე მოქალაქეებს მოემსახურება. იმედი გვაქვს, რომ სამმაგი რაოდენობით გვეწვევიან. მოკლედ, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ, თუმცა უარესობისთვისაც ვემზადებით“, - ამბობს სოჭის პლაჟის მოიჯარე ვლადიმერ ტეპლიაკოვი.


მენეჯერთა უმრავლესობა კი თავს იკავებს კონკრეტული პროგნოზებისაგან - მაქთი თქმით, რეალური სიტუაცია მხოლოდ 2021 წლისათვის გაირკვევა.


წყარო: https://www.bbc.com/russian/av/media-53242961

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ