დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"თეოდორ რუზველტს კინაღამ ქემალ ათა-თურქიც ზედ მიაყოლეს..."- სიმონ კილაძე 01.07.2020 13:12

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"თეოდორ რუზველტს კინაღამ ქემალ ათა-თურქიც ზედ მიაყოლეს...


როგორც ცნობილია, აშშ-ში ბოლო დროს სხვადასხვა ისტორიული პიროვნებების ძეგლებზე "ნადირობა" მიმდინარეობს - ე.წ. ანტირასისტები მათ რასიზმის გამოვლენაში, არადემოკრატიულობასა და არაჰუმანურობაში ადანაშაულებენ.


"ტირანებად", "მონათვაჭრებად" და "ტერორისტებად" შერაცხულ ისტორიულ პირთა სიაში აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტიც მოხვდა, რომლის ძეგლის აღებას ნიუ-იორკში ამ დღეებში აპირებენ.


ვაშინგტონში მდგარი თურქ რესპუბლიკელ მუსტაფა ქემალის ძეგლზე კი უცნობმა პირებმა წარწერა ჩამოჰკიდეს - "დიახ, მე დამნაშავე ვარ კაცობრიობის მიმართ ჩადენილ დანაშაულში!".


თავის მხრივ თურქეთმა, ათა-თურქის ძეგლის ხელყოფა "თავდასხმად" შეაფასა და ამგვარი მოქმედება მკაცრად დაგმო. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ წერილობითი განცხადება გაავრცელლა, რომელშიც ნათქვამია: „მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებული პოზიციის მქონე და ჩვენი ქვეყნის დამაარსებელ, ჩვენს ლიდერ მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. ამ ვერაგულ თავდასხმაში მონაწილეების შესაბამისად დასასჯელად, ვაშინგტონში ჩვენი საელჩო, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციებს აწარმოებს. დამნაშავეების დაუყონებლივ დასჯას მოვითხოვთ“.


მუსტაფა ქემალის ძეგლი ვაშინგტონში, თურქეთის საელჩოსთან, 2013 წელს დაიდგა. იგი თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის დამაარსებელი და ლიდერი იყო სიცოცხლის ბოლომდე.


https://www.trt.net.tr/…/vashingtonshi-at-at-urk-is-z-egls-…"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ