13:21 01.07.2020
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა

ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა.

 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტიაქართული ოცნებიდან", შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აღნიშნული საკრებულოსქართული ოცნებისყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტიაევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციას შეუერთდაშესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა.


მე ვერ ვხედავქართულ ოცნებაში" ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველოეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

 

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცით ვაჭრობს. მე მომავალზე არც მისაუბრია მათთან. ჩემთვის მთავარი იყო დინამიკა და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი მათ“, - განაცხადა თემურ კახიძემ.

 

მთელიქართული ოცნება" აწრიალდა, ღრიალებდა და წრიალებდა, მაგრამ რომ ნახეს თემურის გადაწყვეტილება იყო მყარი, დილით დაასწრეს და გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ არაერთხელ ადასტურებს, რომქართული ოცნებაიმყოფება დაისში და განწირულია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge