დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"მმართველმა გუნდმა საკუთარ პარტიას მიხედოს" - თამარ ჩუგოშვილი 01.07.2020 14:02

მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ოპოზიცია დაყოს ჯგუფებად და მიაწებოს სხვადასხვა იარლიყი, ეს მისი საქმე არ არის, მმართველმა გუნდმა საკუთარ პარტიას მიხედოს,- ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

 

მისი თქმით, ოპოზიცია როგორ მოიქცევა, რა როლს შეასრულებს და როგორ გადანაწილდება, ეს ოპოზიციის საქმეა.

 

„იარლიყების მიწებება და ოპოზიციის ჯგუფებად დაყოფა ახალი არ არის, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო ეს მიდგომა და ეს მესიჯები მმართველმა პარტიამ. ნაწილს ეძახის კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას, ნაწილს მისთვის მოსაწონს და ამით ორივეს აზიანებს სინამდვილეში,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ერთ მხარეს დარჩა „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა", მეორე მხარეს - პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ