დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

მედიკამენტებს, რომლებიც ადამიანებს უნაყოფობის დაძლევაში ეხმარება, საქართველოში “Monpharco Corporation“-ის საშუალებით აღმოაჩენთ 01.07.2020 16:49

“Monpharco Corporation- ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და ის დღემდე წამყვან ადგილს იკავებს  ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. ევროპული პრეფერენციული წარმოშობის მედიკამენტების იმპორტიორი კომპანია ორიენტირებულია უმაღლეს ხარისხზე. ეს არის საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც, მედიკამენტები შემოაქვს იგივე შეფუთვით, როგორც ევროპაში იყიდება. ამჟამად, ქართულ ბაზრაზე 15 ფარმაცევტული პროდუქტია ხელმისაწვდომი და გათვლილია  საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიას საჭიროებს.


იმისათვის, რომ გაგვეგო რატომაა საჭირო კომპანიის არსებობა ჩვენს ქვეყანაში, რა უპირატესობები აქვს მას, „ჯორჯიან თაიმსი“ “Monpharco Corporation-ს ერთ-ერთი დამფუძნებელს, გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორს, -  პაატა დუმბაძეს გაესაუბრა:


გააცანითჯორჯიან თაიმსისმკითხველს საკუთარი თავი და საქმიანობა

 

მივესალმები "ჯორჯიან თაიმსი"-ს სარედაქციო გუნდსა და მის ერთგულ მკითხველს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა და ჩემი კომპანიის სახელით მადლობას მოგახსენებთ "MONPHARCO CORPORATION" -ით დაინტერესებისთვის.


მე გახლავართ აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი არსებობის  დღიდან,  ვხელმძღვანელობ გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტს.  

 

როდის და რატომ შემოვიდა საქართველოში კომპანია „Monpharco Corporation”? და რამდენად იყო ჩვენს ქვეყანაში ამის საჭიროება?


კომპანია „Monpharco Corporation”-ი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს 2013 წლიდან, მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის მიზნობრივ სეგმენტზე. კომპანიას აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულებები მხოლოდ ევროპელ მწარმოებლებთან. თითოეული პროდუქტი, (ამჟამად 15 ფარმაცევტული პროდუქტით ვართ ბაზარზე წარმოდგენილი) არის ევროპული პრეფერენციული წარმოშობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემოგვაქვს მედიკამენტები, სწორედ ისეთივე მარკირებით/შეფუთვით, როგორიც ის იყიდება ევროპის ფარმაცევტულ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ევროპული წარმოშობა აძვირებს პროდუქტის ფასს, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს.

 


კომპანია  ‘’Monpharco Corporation”-ის ექსკლუზიური 
ევროპელი კონტრაქტორი ისეთი ბრენდებია, როგორებიცაა: ლაბორატორია LES 3 CHENES“ (საფრანგეთი), “MACOPHARMA” (საფრანგეთი), “KESSEL MEDINTIM” (გერმანია), “STRAGEN  PHARMA” (შვეიცარია), “MONTEPHARMACO” (იტალია), SAKURA ITALIA (იტალია), “IRCON” (რუმინეთი), “SOLEFARMA” (ლატვია) და  “MEDOCHEMIE” (კვიპროსი).


ძალიან ძნელი იყო ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დამკვიდრება და ფეხის აწყობა რეალობისთვის, იმ კონკურეციის პირობებში, რასაც ადგილი აქვს საქართველოში.  სწორედ ბაზრის ანალიზმა, ჩემმა და ჩემი გუნდის მრავალწლიანმა გამოცდილებამ და პროფესიონალიზმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ფარმაცევტული ბაზრის ასათვისებლად ერთი მიზნობრივი სეგემენტის შერჩევა. ისეთი ინოვაციური პროდუქტების იმპორტი, რომლის მსგავსიც არ იარსებებდა და მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში. გვინდოდა შემოგვეტანა ისეთი მედიკამენტები, რომლებიც, წარმატებით დაეხმარებოდა ქართველ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში, განსაკუთრებით - უნაყოფობის დაძლევაში. ამიტომაც, არჩევნი შევაჩერეთ მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიაზე. აქვე გასათვალისწინებელი იყო რისკები, კერძოდ, რამდენად მომზადებულები შეხვდებოდნენ ქართველი ექიმები ჩვენს ინოვაციურ ბრენდებს, როცა ის ევროპაში იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგამოჩენილი იყო ბაზარზე და ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს.  დიდი შრომის შედეგად,  “MONPHARCO CORPORATION”-მა ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე და დღეს ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მედიკოსებს და პაციენტებს შორის.

 

ამჟამად, ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობა საქართველოს სამ დიდ ქალაქში, როგორიცაა: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია 2017 წლიდანსაქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირისმონაცემებით  მყარად იკავებს მოწინავე კომპანიის ადგილს.

 

რა უნდა იცოდეს  ქართველმა მომხმარებელმა  თქვენი პროდუქტების შესახებ? რითი განსხვავდება/წააგავს ის ჩვენს ბაზარზე უკვე არსებული მედიკამენტებისგან?

 

პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ქართველ პაციენტებს ვთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მიერ წარმოებულ ფარმაცევტულ პროდუქციას, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით (ევროპული რეგულაციებიდან გამომდინარე). წამლის ხარისხი კიდევ უფრო ეხმარება პაციენტებს გამოჯანმრთელებაში. “MONPHARCO CORPORATION” მომხმარებელს უქმნის  კომფორტს, მათ უკვე შეუძლიათ სასურველი პროდუქტი ქვეყნიდან გაუსვლელად, ჩვენს სააფთიაქო ქსელებში შეიძინონ.

 

 

ცოტა ხნის წინ, თქვნი ინიციატივით, საქართთველოში იტალიელი პროფესორი ჩამოვიდა. გვიამბეთ მის შესახებ.

 

კომპანია “MONPHARCO CORPORATION”-ი უკვე რამდენიმე წელია ზრუნავს არა მარტო პაციენტების ჯანმრთელობაზე, არამედ ქართველი მედიკოსების პროფესიულ წინსვლაზეც. ჩვენ არაერთ სამეცნიერო კონფერენციას ვუწევთ ორგანიზებას, -უცხოელი სპიკერების მოწვევით. ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული კონფერენცია ჩატარდა რამდენიმე თვის წინ, სასტუმრო “ბილტმორ“-ში ჩვენი და პროფ. არჩილ ხომასურიძის (საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი) ერთობლივი ძალისხმევით. კონფერენციის სპიკერად მოწვეული გვყავდა ქ. მოდენას და რეგიო ემილიას უნივერსიტეტის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფ. ალესანდრო ჯენაზანი. მან საკმაოდ საინტერესო მოხსენება გააკეთა ქართველი მეან-გინეკოლოგებისა და რეპროდუტოლოგებისთვის, განიხილა ის საკითხები და თემები, რომლებიც  ზედმიწევნით აქტუალურია ქალთა უნაყოფობის პრობლემების დასაძლევად. ბატონი ალესანდროს მოხსენება თავიდან ბოლომდე ეყრდნობოდა საკუთარი გამოცდილებით და დაკვირვებით მიღებულ და დაგროვილი მასალების განხილვას.



ჩვენი კომპანია ყოველ წელს ატარებს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებს და სპიკერებად ვიწვევთ ცნობილ ევროპელ პროფესორებს, რომელთა პრეზენტაციების მოსასმენად თითქმის ყველა ქართველი წამყვანი მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი მიემგზავრება ევროპაში. მათი აქ ჩამოყვანით კი ერთგვარ კომფორტს ვუქმნით ჩვენს ქართველ მედიკოსებს.

 

რას გეგმავს კომპანია სამომავლოდ?

 

 

კომპანია, ისევე როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ყოველთვის საჭიროებს განახლებას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ევროპელ მომწოდებლებთან, ინოვაციური ფორმულების შემოტანასთან დაკავშირებით.

 

უახლოეს თვეებში ვგეგმავთ კომპანიის გაფართოებას და მისი პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, რითაც, დავეხმარებით ქართველ მედიკოსებს ინოვაციური მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებების დანერგვაში, რაც აუცილებლად აისახება პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

 

"ჯორჯიან თაიმსი" თქვენ და თქვენს კომპანიას წარმატებას გისურვებთ!

 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/monpharco/

 

(R)

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ