დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„უკრაინაში სასამართლო რეფორმა „საიმედო“ ხელშია - ვიცით ამ ორი ადამიანის მოღვაწეობა“ 01.07.2020 21:48

უკრაინულ სახელმწიფოს ვუსურვებთ, რომ არ განმეორდეს ის შედეგები, რაც ძალიან მძიმედ გვახსოვს მათი ცხრაწლიანი მოღვაწეობიდან საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ რევოლუციური სასამართლო რეფორმის ფუნდამენტური კონცეფციის მომზადება დაავალა. მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შეხვედრას იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მმართველობის დროს  სასამართლო გახდა რეკეტის, რეპრესიების, წამებისა და ზეწოლის ინსტრუმენტი. „ჩანს, რომ უკრაინაში სასამართლო რეფორმა არის „საიმედო“ ხელში. ვიცით, ამ ორი ადამიანის მოღვაწეობა, განსაკუთრებით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რით დასრულდა. ეს იყო მართლმსაჯულების სრული კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და გარდა კონტროლისა, სასამართლო მაშინ გახდა რეკეტის, რეპრესიების, ადამიანების წამებისა და ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტი. თუ ეს შედეგი უნდა ზელენსკის, ამ შემთხვევაში, „საიმედო ხელშია“ უკრაინული მართლმსაჯულება. ჩვენ უკრაინულ სახელმწიფოს ვუსურვებთ, რომ არ განმეორდეს ის შედეგები, რაც ძალიან მძიმედ გვახსოვს მათი ცხრაწლიანი მოღვაწეობიდან საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ