23:04 01.07.2020
ესპანეთის ხელისუფლება ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის საზღვარს

ესპანეთის ხელისუფლება ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის საზღვარს, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „შენგენვიზაინფო“ ავრცელებს. ესპანეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა მაროკოსა და ჩინეთის მოქალაქეების შეშვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნები ბრიუსელმა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნებად მიიჩნია. ამის მიზეზი ჩინეთისა და მაროკოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლებიც ესპანეთის მსგავსად მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ტურისტების მიღებაზე უარს აცხადებენ. საქართველოს გარდა ესპანეთი საზღვარს გაუხსნის ასევე ავსტრალიას, ალჟირს, კანადას, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაის, მონტენეგროს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას.

 

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge