დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ვილე ჰააპასალომ პროფესია გამოიცვალა და ახლა ხაჭაპურს ყიდის 02.07.2020 13:36

ფინეთის ყველაზე მრავალტირაჟიან - 130 ათას ეგზემპლარიან საღამოს გაზეთ „ილტა სანომატ“-ში («Ilta-Sanomat») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვილე ჰააპასალომ პროფესია გამოიცვალა და ახლა ხაჭაპურს ყიდის“, რომელშიც ერთ-ერთი ფინელი ყოფილი მსახიობის საქმიანობაა გადმოცემული: როცა ვილე ჰააპასალო, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩა, მან ქართული ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო (ავტორი - სუვი კერტულა).


გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„ფინეთში, პუუმალას მუნიციპალიტეტში მდებარე ნავსადგურის ახლოს პატარა კიოსკი დგას. იქვე ახლოს ადამიანებიც არიან შეკრებილნი. გამოჩნდება თუ არა მსახიობი ვილე ჰაპასალო, ისინი ტელეფონებში კამერებს რთავენ და მას იღებენ... კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა მსახიობმა სამი თვე იფიქრა იმაზე, თუ რა გაეკეთებინა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ხაჭაპურის საცხობი გაეხსნა, სადაც ორი მამაკაცი მუშაობს..


ქართული ხაჭაპური საცხობში პირველად 19 ივნისს გამზადდა და იმ დღესვე მოთხოვნადი გახდა. მეორე დღეს ბევრად უფრო მეტი გამოაცხეს და სწრაფადვე გაყიდეს.


„სამი თვე სახლში ვიჯექი და ინტერნეტს ვათვალიერებდი, რა გამეკეთებინა“, - ჰყვება ვილე, - ბოლოს საცხობის გაკეთება დავგეგმე“. მას ამ საქმეში პროფესიონალი ქართველი ხაბაზი მიეხმარა.


„საქართველოში ხაჭაპურის საპატივსაცემოდ სპეციალური საზეიმო დღეა დაწესებული. ხაჭაპური მარილიანი ყველით და მოტკბო ცომით მზადდება“, - ამბობს ყოფილი მსახიობი, - ერთი ხაჭაპური დაახლოებით 1300 კალორიას შეიცავს“. იგი მრგვალ, დახურულ ხაჭაპურს აცხობს.


ვილე ჰაპასალო დარწმუნებულია, რომ მას კლიენტები არ მოაკლდება, თვით ქრისტეშობამდეც კი. „ვიფიქრე, რომ ასეთ სიტუაციაში მსახიობობით თავს ვერ გავიტანდი, რაღაც სხვა რამ იყო გასაკეთებელი. როცა საქმე დავიწყე, ის დღეები ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო გახდა... აქაური გარემო მიმზიდველია და სტუმრებიც ბევრი მოდის“.


წყარო: https://www.is.fi/viihde/art-2000006553794.html?ref=rss

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ