დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"არაა ბიძინა ის კაცი, დაღეჭილი ლუკმა ჩაგიდოთ პირში!"-ლალი მოროშკინა 02.07.2020 16:46

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:


"არაა ბიძინა ივანიშვილი ის კაცი, დაღეჭილი ლუკმა ჩაგიდოთ პირში!


იმედია კარგად მიცნობთ,შესაბამისად ისიც იცით, რომ ვაზელინის სუნზე ტოკსიკური ხუთვა მეწყება, ამიტომაც ადვილად მიმიხვდებით პათოსს!


ყველაფერი არ ითქმის, ვერბალური გზა არაა ყიველთვის ერთადერთი სწორი.


როდესაც ივანიშვილების ოჯახის ტიკ-ტოკები დაიდო, ჩემთვის ეს იყო მესიჯი, რომ საშიშროება აღარ არსებობს, რომ ვირუსი დაძლეულია და რომ უნიღბოდ ცხოვრების და ოჯახის წევრებთან ჩახუტების დროა.


დროა გარეთ გასვლის და აღმშენებლობის!


დროა სტროფებს შორის კითხვა და დანახვა ისწავლოთ!


არავინ არ გააკეთებს თქვენ გასაკეთებელ საქმეს!


იხსნება ქუთაისის უნივერსიტეტი, დენდრო პარკი, ინფრასტრუქტურული პროექტები.ერთი წუთი არ გაჩერებულა ავტობანის მშენებლობა.


აბრძანდით კომფორტული სავარძლებიდან, მიაშურეთ სოფლებს, გაწმინდეთ საკუთარი კარ-მიდამო, ჩაბერეთ ახალი სუნთქვა ნასახლარებს და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება...


მე კი მეასე, მეათასე მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინას, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა!


P.S.არც პენსიების ზრდა შეიმჩნიოთ მავანმა..."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ