დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ „თალიბანს“ იარაღით ამარაგებს - „რუსეთი იარაღს მხოლოდ ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობას აწვდის“ 02.07.2020 20:48

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ „თალიბანის“ მებრძოლებს იარაღით ამარაგებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, „ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი იარაღს მხოლოდ ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობას აწვდის“.

„თუკი ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამაზე საუბრობენ, ამ კონტექსტში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, გაგვეხსენებინა ავღანეთში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ამერიკული სპეცსამსახურების მხარდაჭერას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისთვის, ზუსტად იმ ვერტმფრენებით, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომელთა შესახებაც ჩვენ წელიწადნახევრის ან ორი წლის წინ ბრიფინგებზე ვსაუბრობდით“, - განაცხადა ზახაროვამ. ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს რუს კოლეგებთან შეხვედრაზე ეს საკითხი არასდროს წამოუჭრია.

 

შეგახსენებთ, პირველ ივლისს მაიკ პომპეომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ავღანეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და უკვე ალბათ ათი წელია ქვეყანას იარაღით ამარაგებს, რაც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საფრთხეს უქმნის. მისივე თქმით, ეს საკითხი არაერთხელ წამოჭრა რუსეთის მხარესთან კომუნიკაციისას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ