დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რურუას საქმეზე სასამართლომ დასაშვებად ცნო სახალხო დამცველის დაკითხვა 02.07.2020 20:54

„მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ბრალდების საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ სახალხო დამცველისგან მოპოვებული დოკუმენტაციის საქმისთვის დართვის მოთხოვნა, პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. სამხარაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა სახალხო დამცველის მოსაზრებაა მისი საქმიანობიდან გამომდინარე და „შესაბამისად, ალბათ, მისი დაკითხვაც მოხდება“.

 

„დაცვის მხარეს დღეს არ ყავდა მოწმეები მოყვანილი, დააყენა შუამდგომლობა, რომ ახალი მტკიცებულებები დართვოდა სასამართლო საქმეს. დაცვის მხარემ მიმართა სახალხო დამცველს და სახალხო დამცველისგან მიიღო გარკვეული წერილობითი დოკუმენტები და სწორედ ამ დოკუმენტების დართვას ითხოვდა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას, რადგან ამ დოკუმენტების ხელმომწერი ყველა პირის, 10 პირის დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე და ეს თავისთავად გააჭიანურებს პროცესს. აქედან გამომდინარე ბრალდების მხარემ დააყენა მოთხოვნა, რომ იმგვარად შემხებლობაში არ იყო მოცემული დოკუმენტები და სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვისა და ბრალდების მხარის პოზიცია. ნაწილი წერილობითი მტკიცებულებების დასაშვებად ცნო, ნაწილი არა. ეს მტკიცებულებები, რომელიც დასაშვებად ცნო სასამართლომ ეს არის, სახალხო დამცველის, დაკითხვა და მისი შექმნილი დოკუმენტები და ეს დოკუმენტები, როგორც დაცვის მხარემაც აღნიშნა, არის სახალხო დამცველის მოსაზრება მისი საქმიანობიდან გამომდინარე და შესაბამისად, ალბათ მოწვეული იქნება და დაიკითხება“, - განაცხადა ვასილ სამხარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ