დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

გიგა ბოკერია ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - „ევროპულ საქართველოში“ დიდი დაპირისპირება პიკს აღწევს 02.07.2020 21:06

პარტია „ევროპულ საქართველოში“ დიდი ქაოსია. საინფორმაციო პორტალ „მხარეს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება  ელენე ხოშტარიას და გიგა ბოკერიას შორის მიმდინარეობს. დაპირისპირებას გრძელი ისტორია აქვს და ის ბევრად ადრე დაიწყო, თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა და ვაკის რაიონში ელენე ხოშტარიას კანდიდატურა წარადგინა.

 

შალვა ნათელაშვილი: „ვასახელებთ მაჟორიტარ კანდიდატებს თბილისის 6 რაიონში. ყველას გახსოვთ 20 ივნისის ღამე და ყველას გახსოვთ საქართველოს დროშა შემოხვეული ქალბატონი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რომელმაც პრაქტიკულად გააძევა ოკუპანტ სახელმწიფოს წარმომადგენელი, გავრილოვი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან - ეს გახლავთ ქალბატონი ელენე ხოშტარია.“

 

როგორც პორტალ „მხარესთვის“ გახდა ცნობილი, გიგა ბოკერიას ელენე ხოშტარიას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა აფიქრებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარიამ რამდენჯერმე დააპირა პარტიის დატოვება. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხოშტარია, გარკვეული პერიოდი პარტიიდან წამოსულიც იყო და თავისი გადაწყვეტილებების და ხედვების მიხედვით აკეთებდა განცხადებებს. მოგვიანებით, პარტიიდან მის ოფიციალურ წამოსვლას, ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებამ შეუშალა ხელი, რადგან მაშინ ჩათვალა, რომ წამოსვლის დრო არ იყო, რადგან ეს პარტიის ინტერესებს დააზარალებდა.

 

ამ ეტაპზე პარტიაში დიდი შიდა დაპირისპირებები პიკს აღწევს. გიგა ბოკერიას აქვს შიში, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ხოშტარია პარტიას დატოვებს და დამოუკიდებლად გააგრძელებს აქტივობებს, რაც პარტიას პარლამენტში დასაყრდენს გამოაცლის. ბოკერია, თავისი თავის გარდა სხვას ვერ ენდობა და საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურს, მით უმეტეს, რომ ის მცირე შანსიც კი, რაც მას ვაკეში აქვს, სხვაგან თითქმის არ აქვს.

 

„მხარეს“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას კანდიდატურას მხარს უჭერს პარტიის მთავარი „მამა-მარჩენალი“ დავით კეზერაშვილიც, რაც გიგა ბოკერიას კიდევ უფრო უსუსტებს პოზიციებს, თავისი კანდიდატურით ჩაანაცვლოს ელენე ხოშტარია.

 

შალვა ნათელაშვილი, 19 ივნისი, 2020 წელი: „დღეს ისტორიული დღეა. ამაღლებული ჟამია ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწია სრულ თანხმობას საერთო მიზანზე. ეს მიზანი გახლავთ უაღრესად მარტივი და საპასუხისმგებლო. შევასრულეთ ილიას დანაბარები: „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში“. მან ერთიანობაზე თქვა ეს, ერის ერთიანობაზე და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაზე. ილია თვითონ შეეწირა პარტიულ უთანხმოებას. ილიას მიმდევრები ვართ. ილიამ რაც დაგვიბარა, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შევასრულეთ“.

 

არჩევნები კარსაა მომდგარი, ვნახოთ, როგორ შეასრულებს „ილიას დანაბარებს“ ოპოზიციური ერთობა.

 

 

mkhare.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ