დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„მამუკა ხაზარაძის განაცხადი, რომ ჩვენი ძლიერება მრავალეროვნულობაშია, მკვეთრად ანტიქართულია“ 02.07.2020 21:17

ირაკლი წერეთელის პოსტი:

 

მამუკა ხაზარაძის განაცხადი, რომ ჩვენი ძლიერება მრავალეროვნულობაშია მკვეთრად ანტიქართულია. საქართველოში ცხოვრობს მხოლოდ ერთადერთიი ერი--ქართველები, ქართველი ერი. ყველა სხვა ეთნოსი საქართველოში წარმოადგენს მხოლოდ დიასპორას და მათ არ შეიძლება საქართველოში მიეცეს ერების სტატუსი. ქართველი ერი არის ერთადერთი ერი საქართველოში,რომელიც წარმოადგენს ეთნიკურად ქართველ და ეთნკურად არაქართველ ტომთა სახელმწიფოებრივ, ტერიტორიალურ,კულტურულ, ენობრივ და მენტალურ გაერთიანებას და ყველა სომეხი,აზერბაიჯანელი, ბერძენი, ოსი, რუსი, უკრაინელი, იეზდი აისორი, ებრაელი, თათარი, ქისტი, აფსუა და ასე შემდეგ. ეთნიკურად ქართველებთან ერთად, აუცილებლად არის ქართველი ერის წარმომადგენელი. საქართველო კონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს არა საქართველოს მოქალაქეთა, არამედ ქართველი ერის კუთვნილ ქართულ სახელმწიფოდ,
მსგავსად ისრაელისა ეროვნული ეთნოსის, ეროვნული ენისა და ინტერესების უზენაესობითა და უპირატესობით. ვინც ამას ეწინააღმდეგება, უკლებლივ ყველა საქართველოსა და ქართველი ერის მოღალატეა. მე დებატებში ვიწვევ ხაზარაძეს და უკლებლივ ყველას, ვინც ამკვიდრებს ბოროტ ანტიეროვნულ აზრს საქართველოს მრავალეროვნულობის შესახებ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ