დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

გადაიქცევა თუ არა ნიკოლ ფაშინიანი სომეხ მიხეილ სააკაშვილად? 03.07.2020 12:26

 

სომხურ პოპულარულ გამოცემა „7 დღე“-ში («7 օր») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გახდება თუ არა ნიკოლ ფაშინიანი სომეხ მიხეილ სააკაშვილად?“, რომელშიც ერთმანეთთან არის შედარებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი და სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი (ავტორი - პეტროს ალექსანიანი).


გთავაზობთ სტატიის შემოკლებით:


„გახდება თუ არა ნიკოლ ფაშინიანი სომეხი მიხეილ სააკაშვილი?  ამ კითხვაზე ახლავე შეიძლება პასუხის გაცემა: არა, არ გახდება. არ გახდება არა იმიტომ, რომ მას არ სურს, არამედ იმიტომ, რომ მას ეს არ შეუძლია. ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნიკოლ ფაშინიანს შეუძლია გაიმეოროს და აჯობოს კიდეც მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც, თავისი ანტირუსული პოზიციის გამო, ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ ნიკოლი მიხო მაინც ვერ გახდება. მიხოს ფული მისცეს და გამოიყენეს, ნიკოლს კი უფულოდაც იყენებენ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ განსხვავება დიდია.


სოროსული და თურქული წრეები ნიკოლ ფაშინიანში სომეხ სააკაშვილს ხედავენ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტისაგან განსხვავებით, რომლემაც თავისი მმართველობის წლებში დასავლეთისაგან 4,5 მილიარდიანი პირდაპირი მხარდაჭერა მიიღო, ფულს ნიკოლ ფაშინიანს არ აძლევენ და არც მისცემენ.


მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტება გეოპოლიტიკური პროექტს წარმოადგენდა, რომლის რეალიზებისათვის განსაზღვრული საზოგადოებრივი საყრდენი არსებობდა ანტირუსულობის სახით. სომხეთში ანტირუსულობის გამოვლენა ძალიან ხელოვნური ხასიათი და კომერციული მიმართულება აქვს, ანუ გრანტისმჭამელები ფულს ვლადიმერ პუტინის კრიტიკით გამოიმუშავებენ.


მაგრამ ანტირუსულობის მიმდევრები და მქადაგებლები ვერ ხვდებიან იმას, რომ მათი მოქმედებით რეგიონში თურქეთის როლი ძლიერდება, თურქული სამყაროს დომინირება ხდება. ნატოც კი სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ თურქეთის მეშვეობით მოქმედებს. დააკვირდით საქართველოს მაგალითს: შესუსტდა რუსეთის გავლენა და მის ნაცვლად გაძლიერდა თურქული სამყაროს (თურქეთის და აზერბაიჯანის) გავლენა.


ნიკოლ ფაშინიანი, ალბათ, კარგი შინგამოზრდილი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, მაგრამ მას არ შეუძლია, თუმცა ცდილობს.


ნიკოლ ფაშინიანი ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილი, რადგან მას მშვენივრად ესმის, რომ მსგავსი ტრანსფორმაცია მისსავე სავარძელს ზიანს მიაყენებს, მაგრამ იმავდროულად პრემიერ-მინისტრი, მისი საგარეო მეწილეების კარახით, ანტირუსულ ნაბიჯებს დგამს.


ნიკოლ ფაშინიანი უფრო „ჩინელი“ მიხეილ სააკაშვილია. იგი მისი იაფფასიანი ასლია, რომელიც ორიგინალისაგან შორს დგას. თუმცა ტვინარეულობის, ექსცენტრიულობის და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების მიხედვით, ორივე ერთ კატეგორიას მიეკუთვნება.


ყველასათვის ცნობილია, თუ რით დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა და ანტირუსულობა. ძნელად გამოსაცნობი არც ის არ არის, თუ რითი დასრულდება ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობა და რა დაუჯდება სომხეთს მისი სააკაშვილიზმი.


განა ეს უნდოდათ სომხეთის მოქალაქეებს, როცა ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ - „ნიკოლი პრემიერად!“?

 

მოამზადა სიმონ კილსაძემ

წყარო: https://www.7or.am/am/news/view/190970/

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ