დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, გველიათქო... მერე დავინახე, კაცი ეგდო..." 03.07.2020 14:12

თვითმხილ­ვე­ლი ფოთ­ში, გუ­შინ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. შემ­თხვე­ვა ნა­ბა­დას უბან­ში, ნა­გავ­საყ­რე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მოკ­ლუ­ლი 43 წლის ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვაა.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ყვე­ბა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სცემ­და.

 

"ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა, რომ გა­ვი­ხე­დე და­ახ­ლო­ე­ბით 5 ბიჭი ხელ­კე­ტებს ურტყამ­და რა­ღა­ცას მი­წა­ზე, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ გვე­ლი ნა­ხეს და იმას ურტყა­მენ. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებ­და. ვიყ­ვი­რე ახ­ლა­ვე პო­ლი­ცი­ას და­ვუ­რე­კავ-მეთ­ქი.

 

ისი­ნი გა­იქ­ცნენ. ახ­ლოს რომ მი­ვე­დით, ხმას არ იღებ­და, მე­გო­ნა მკვდა­რი იყო, მაგ­რამ წყა­ლი რომ შე­ვას­ხით, ხმა ამო­ი­ღო- სას­წრა­ფოს და­უ­ძა­ხეთ, მიშ­ვე­ლე­თო, - გვი­თხრა. ვინ გირ­ტყამ­და, რომ ვუ­თხა­რი, მი­თხრა, არ ვიც­ნო­ბო. მერე სას­წრა­ფოც მო­ვი­და და წა­იყ­ვა­ნეს", - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა ზა­ი­რა ბა­სი­ლა­ი­ამ.

 

მოკ­ლუ­ლის მა­მის, გივი ტყე­ბუ­ჩა­ვას თქმით, ის შვილ­თან ერ­თად ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან გა­მო­სუ­ლებს კი თავს რამ­დე­ნი­მე პირი და­ეს­ხათ.

 

რო­გორც თა­ვად ყვე­ბა, შვი­ლის დაც­ვა სცა­და, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო და უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ის გა­ი­ტა­ცეს. მა­საც სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

 

მოკ­ლუ­ლის მამა შვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ ადას­ტუ­რებს. იმა­საც უარ­ყოფს, რომ მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ. მის­თვის უც­ნო­ბია, ჰქონ­და თუ არა მოკ­ლულს კავ­ში­რი ე. წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­თან.

 

„სამ­ძიმ­რი­დან რომ გა­მო­ვე­დით, სპეც­რაზ­მი მე­გო­ნა, ისე შე­მო­ვარ­დნენ, თეთ­რი, „მარ­შრუტ­კის“ მსგავ­სი მან­ქა­ნით იყ­ვნენ. მე მან­ქა­ნის კარი ჩა­მი­კე­ტეს, ვერ გად­მო­ვე­დი, ჩემი შვი­ლი ჩას­ვეს და გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. როცა შვილს ვი­ცავ­დი, მეც მომ­ხვდა ხელი. ია­რა­ღი არ შე­მიმ­ჩნე­ვია, ხელ­კე­ტე­ბით იყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ის­თვის არ მი­მი­მარ­თავს, ვე­ძებ­დი ყველ­გან, მერე პო­ლი­ცია თვი­თონ მო­ვი­და ჩემ­თან. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­თან ჰქონ­და თუ არა რა­ი­მე კავ­ში­რი, არ ვიცი. მას სახ­ლში ისე­თი არა­ვინ მო­ყავ­და. ბავ­შო­ბა­ში ბა­ი­რა­მიდ­თან მე­გობ­რობ­და, მერე თუ რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და, ვერ გე­ტყვით. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ,“ - აცხა­დებს გივი ტყე­ბუ­ჩა­ვა.

 

შე­გახ­სე­ნებთ, ფოთ­ში 43 წლის მა­მა­კა­ცი გუ­შინ მოკ­ლეს. შსს-მ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გამ­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორ(ებ)ი : ipn.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ