დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„კადრში ერთად იდგნენ ახალაია, "ის" და "ის" - ერთი-ერთი უფლებათადამცველთაგან, ოღონდ უჩინო - არა, ჩინიანი“ 04.07.2020 19:45

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ მას ციხის ბუნტთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და იმ ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა:

 

ზოგმა, ჭაკუას არ ვიცნობთო, ზოგმა ეჭვები, ჭაკუა კაი კაცი რომ არ იყო, ადრეც გვქონდაო - ნაცებმა, გაევროპელებულებმაც. ერთმა თქვა, მე ციხის ბუნტის დროს ციხის მისამართიც კი არ ვიცოდი, იქ როგორ ვიქნებოდიო. ჰოდა, მე ძალიან კარგად მახსოვს კადრები, პატიმრები რომ ჩაცხრილეს მეხუთე იზოლატორის წინ აქციაზე ახალაია და "ის", უმისამართოდ რომ დადიოდა ზუსტ მისამართზე, გვერდიგვერდ იდგნენ. მე არა მაქვს საშუალება ეს კადრები გამოვაქვეყნო (გამქრალია ინტერნეტიდან), მაგრამ დავიჯერო არც ერთ ტელევიზიას არა აქვს? არადა, ჰქონდათ. კადრში ერთად იდგნენ ახალაია, "ის" და "ის" - ერთი-ერთი უფლებათადამცველთაგან, ოღონდ უჩინო - არა, ჩინიანი. სხვათაშორის, "თვალისჩინი" გულამოსკვნილი "აპრავებდა" ახალაიას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ