20:09 04.07.2020
„ჩვენ მოვიგებთ სწრაფად და დავამარცხებთ ამ მემარცხენე ბოროტებას - დროა ხმა ამოიღოთ პატრიოტებო!“

 

 

გია აბაშიძის პოსტი:

 

ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აღქმით, ეპოქალური გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპს სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის ცნობილ მთასთან გუშინ. 40-წუთიანი 'სფიჩი' აქა-იქ თარგმნეს, გეტყვით მთავარს:


- უდიდესი პატივი მიაგო აშშ-ის დამფუძნებელ მამებსა და რაშმორის მთის ეროვნული მემორიალზე, კლდეში ნაკვეთ აშშ- პრეზიდენტები ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტსა და აბრაამ ლინკოლნის დანატოვარს;
- რელიგია და რწმენა=პატრიოტიზმს.
- არა მონობასა და დისკრიმინაციას!
- თანამედროვე დამახინჯებული - ლიბერალობა=ტოტალიტარიზმს - თუ ლიბერალის/მემარცხენის მოსაზრებას არ იზიარებ, 'კეთროვანი' და დასაბლოკი ხარ! მასე არაა ქალბატონებო და ბატონებო, ეს არაა დემოკრატია და მე ამას არ დავუშვებ თავისუფლების ნავსაყუდელ ამერიკაში.
- ძეგლების, ისტორიული ფასეულობების შეურაცხყოფა არავის შერჩება. იცით რატონ ხდება ეს? ათწლეულებია ფსევდო-ლიბერალური, გაღუნული, მახინჯი მემარცხენე განათლების სისტემა გვაქვს. ასე გაგრძელება არ შეიძლება!
- ე.წ. სლოგანი სოციალურ სამართლიანობაზე არის ფარსი, ბლეფი, რომელსაც სურს ჩვენი თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების გადაქცევა რეპრესიულ სისტემაში. მათ ჩვენი დადუმება სურთ, ჩვენ არ დავდუმდებით!
- ამერიკა გამონაკლისია მსპფლიოში თავისუფლებისა და სამართლიანობის ხარისხით და ამას არავის შევაცვლევინებთ! ეს ქვეყანა ქრისტიანულ ფასეულობებზეა შექმნილი. ამერიკული ოჯახი ამ ქვეყნის აკვანია, კლდეა.
- პატივს ვცემთ, რომ ყველა სუვერენულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი საზღვრები. ჩვენ ვაშენებთ კედელს, რათა პასუხისმგებლიანმა მთავრობამ დაიცვას საკუთარი ერის უსაფრთხოება და წარმატება.
- პატივს ვცემთ ნებისმიერ ერს, სქესს, წარმომავლობას, ორიენტაციას, ყველა ღვთის ქმნილებაა, მაგრამ, უწინარესად, ვიცავთ ამერიკას.
- პოლიცია არასოდეს გაუქმდება, დიდება მათ! და არც კონსტიტუციის მეორე შესწორება იარაღის ფლობაზე.
- ჩვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ ჩვენი ისტორიისა და ჩვენი დიადი დროშის დაფასება.
- ჩვენ მხნედ ვართ და მხოლოდ ვუჩოქებთ ყოვლისშემძლე ღმერთს!
- ჩვენი წარსულის, ისტორიის შეცვლის მცდელნი პირნი, რომელთაც სურთ ამერიკის დასრულება, ვერ გაიხარებენ!
- ტყუილების, დეზინფორმაციის ფონზე ამერიკას ვერავინ შეატორტმანებს.
- მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა - ჩვენი ფუძემდებლური იდეალების აღსრულება ნიშნავს მშვიდობას.
- ჩვენ მოვიგებთ სწრაფად და დავამარცხებთ ამ მემარცხენე ბოროტებას!
- დროა ხმა ამოიღოთ პატრიოეტებო!


P.S. რაც მთავარია, ტრამპს კი არ გაკივიან, არამედ - აშშ! აშშ!,
4 მეტი წელი!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge