დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ნაციონალური" ალტრუიზმი: არა მემარცხენე ლიბერალურ დიქტატურას! არა ნეოფაშიზმს!“ 05.07.2020 15:15

გიორგი ცუცქირიძის პოსტი - "ნაციონალური" ალტრუიზმი:

 

დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დემოკრატების პოლიტიკური ალტრუიზმი ყველაფერს აკეთებს პრეზიდენტ ტრამპის ჩასაძირად, და არაფერს არ დაგიდევს თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანას, დაწყებული ანარქიული პროცესების ექსპანსიით და „შავი რასიზმის“ მხარდაჭერით, დამახასიათებელია ზოგადად მემარცხენე ლიბერალური ინტერნაციონალისათვის. გუშინ წარმოუდგენელიც კი იყო თუ ნიუ იორკში ჩამოაგდებდენ ამერიკული სახელმწიფოს სიმბოლოების ძეგლებს და სანაცვცლოდ გაურკვეველი მრწამსის აფრო-ამაერიკელების ძეგლების დადგმას დაიწყებდენ. რასაც ამერიკაში დემოკრატები აკეთებენ არის სწორედ ნეო ლიბერალური დიქტატურის გაბრძოლების ბოლო მცდელობა, სადაც განსხვავებული აზრი ბოლო რამდენიმე ათწლეულში, მათი მართველობისას და პირველ რიგში პატრიოტიზმის პროპაგანდა დაკავშირებული ოჯახთან და რწმენასთან არათუ ტაბუირებული, უბრალოდ აკრძალული იყო.

 

ამ მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიის ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ საქართველოშიც, სადაც ნაციონალები და ევსაქები, იგივე მეთოდებით და ნაცური ალტრუიზმით ცდილობენ „ქართული ოცნების“ ჩაძირვის მიზნით, ქვეყნის დაზიანებას. საკმარისი იყო ქვეყანა წარმატებით გამკლავებოდა ვირუსული პანდემიის პირველ ტალღას, ამ ბრძოლაშიც კი სიცრუის და დემაგოგიის ტირაჟირებაზე იყვნენ გადასული. გვახსოვს მათი შეტევები მათივე მხარდამჭშერი მედია პლთფორმის აქტიური გამოყენებით ამ ბრძოლის ავანგარდში მდგომ ექიმებზე და მთლიანად მედ პერსონალზე. ცალკე თემაა ზუგდიდში და მარნეულში მოწყობილი აქციები, შუა კარანტინის დროს ვითომდა მოსახლეობაზე ზრუნვის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, და რეალურად სწორედ მათი ინტერესების საზიანოდ. ამის სამწუხარო შედეგი ხომ ვნახეთ, რაც შემდგომში მარნეულში ვირუსის გავრცელების ხელშემყობი კლასტერი იყო.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხში სრული საგარეო ფიასკოს შემდეგ, ევროპული საქართველოს ახალი განცხადებაც თურქეთთან საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, არის ნაწილობრივ ამ მარცხის გადაფარვის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, ხოლო რეალურად იგივე მტრული ნარატივის მატარებელი, რაც მარნეულში გააკეთეს. აგრესიის გადატანა ხელისუფლებაზე და მეორეს მხრივ, თურქეთიდან ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის ინსპირირება ისევ ხელისუფლების საზიანოდ და აქაც ნაკლებად ადარდებთ ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების მომავალი. საზღვრების გახსნა არის ორმხრივი შეთანხმების წინაპირობა, ჩვენ ამას ვხედავთ ევროკავშირის მაგალითზეც, რომელმაც "მწვანე დერეფანი" გახსნა, სხვა 14 ქვეყანასთან ერთად, საქართველოსთვისაც და არა ცალმხრივად.

 

გლობალური ვირუსული პანდემია მხოლოდ საერთო ძალისხმევით და კოოპერაციით დაიძლევა და ამ სტრატეგიას ალტერნატივა არ გააჩნია! ამ რადიკალური ლიბერალიზმის ადეფტების დროც დასასრულს უახლოვდება, ოქტომბრამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი და ამ არჩევანს ქართველი ხალხი გააკეთებს! არა მემარცხენე ლიბერალურ დიქტატურას! არა ნეო ფაშიზმს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ