დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

უცნობი ქართველები - ქართველი ეროვნების სამხედრო–საზღვაო მოღვაწე ჰალილ რიფათ ფაშა 05.07.2020 15:39

გიორგი ჯანჯღავას პოსტი:

 

ჰალილ რიფათ–ფაშა - ქართველი ეროვნების სამხედრო–საზღვაო მოღვაწე ჰალილ რიფათ ფაშა, სულთნების – მაჰმუდ II–ისა და აბდულმეჯიდის მმართველობის პერიოდში, სერასკერის, ქაფუდან–ფაშასა და არსენალის მარშლის თანამდებობებზე იმყოფებოდა.1829 წელს ჰალილ რიფათ ფაშა რუსეთში მიავლინეს ელჩად. უკან დაბრუნების შემდეგ კი ქაფუდან–ფაშად (ადმირალი) დანიშნეს. მან ფლოტის პერსონალი გადაახალისა. ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა მშვიდობიან პერიოდში ფლოტის წვრთნისა და სწავლების პროგრამების შედგენა. 1831 წელს საბერძნეთისთვის გადაცემული კუნძულების დაფიქსირებისთვის ხმელთაშუა ზღვაში ლაშქრობა მოაწყო. 1832 წელს ილაშქრა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 1836 წელს სერასკერის თანამდებობაზე დაინიშნა. 1839 წელს ვაჭრობის მინისტრად გადაიყვანეს. 1842 წელს უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა, მოგვიანებით კი ამავე მეჯლისის თავმჯდომარე. 1843 წელს მეორედ დანიშნეს ქაფუდან–ფაშას პოსტზე. 1834 წელს ოსმალეთის სულთნის სიძე გახდა, ცოლად შეირთო დედით ქართველი სულთნის, მაჰმუდ II-ისა და მისი ქართველი მეუღლის ფატიმა ქუთათელაძის (ბეზმიალემ-ვალიდე სულთანი) ქალიშვილი სალიჰა. ჰალილ ფაშა 1860 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ეიუპ სულთანის სასაფლაოზე, მისივე სახელობის აკლდამაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ