დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ასფალტი ვჭამოთ?" - გამახსენდა - თურმე ამ შეკითხვას 20 საუკუნის ტრადიცია ჰქონია“ 05.07.2020 21:10

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის პოსტი:

 

არის ძველი აღთქმის ერთი ქრისტიანული აპოკრიფი - "ადამის ცხოვრება", რომელიც III-V საუკუნეებში შეიქმნა, I საუკუნის ებრაული აპოკრიფის საფუძველზე. მასში აღწერილია ადამის და ევას ცხოვრება სამოთხიდან განდევნის შემდეგ. მოთხრობილია, რომ სამოთხის გარეთ ადამი და ევა მშივრები დარჩნენ, რადგან იმ საკვებს ვეღარ პოულობდნენ, სამოთხეში რომ ჰქონდათ და პირუტყვის საკვებს ხომ არ შეჭამდნენ? ჰოდა, ევამ უთხრა ადამს: წადი რაიმე საჭმელი მოძებნე, თორემ ვკვდებიო. წავიდა ადამი, 7 დღე და ღამე ეძება საკვები ამაოდ და ხელცარიელი დაბრუნდა უკან. სასოწარკვეთილებმა ახლა ერთად დაიწყეს საკვების ძებნა. 9 დღე ეძებეს და ვერაფერი იპოვეს. ღონემიხდილმა ადამმა უთხრა ცოლს: ევა, მოდი შევინანოთ დიდი სინანულით ჩვენი ცოდვა და იქნებ ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგვხედოს და გვიშველოსო. გაბრაზებული ევა მიუბრუნდა ადამს და ჰკითხა: "და რა ვჭამო, სინანული?"
აი, ამას ვკითხულობდი ახლა და სიცილი ამიტყდა: "ასფალტი ვჭამოთ?" - გამახსენდა. თურმე ამ შეკითხვას 20 საუკუნის ტრადიცია ჰქონია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ