23:10 05.07.2020
არქიეპისკოპოსი კარლოს მარია ვიგანო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს
Lela Khaburzania-Praga

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თვითერზე“ არქიეპისკოპოსი ვიგანოს წერილს აქვეყნებს და წერს: პატივი მერგო მიმეღო საოცარი წერილი არქიეპისკოპოსი ვიგანოსგან, იმედი მაქვს ყველა, რელიგიური თუ არარელიგიური, წაიკითხავთ მას. წერილში არქიეპისკოპოსი კარლოს მარია ვიგანო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ ამჟამინდელი კრიზისები -კორონავირუსის პანდემია და ჯორჯ ფლოიდის გამო დაწყებული არეულობა, კეთილ და ბოროტ ძალებს შორის მუდმივი ბრძოლის ნაწილია. „თქვენ არ ხართ მარტო თქვენს რწმენაში სიცოცხლის, ოჯახის, რწმენისა და თავისუფლებასთან დაკავშირებით“,- წერს არქიეპისკოპოსი.

 

გთავაზობთ არქიეპისკოპოს ვიგანოს მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის მიწერილ წერილს, რომელიც lifesitenews-მა გამოაქვეყნა.


7 ივნისი 2020, წმინდა სამების კვირა.


ბატონო პრეზიდენტო


ბოლო თვეებია ჩვენ მოწმენი გავხდით ორი დაპირისპირებული მხარის ფორმირების, რომლებსაც მე დავარქმევდი ბიბლიურ სინათლის შვილებს და წყვდიადის შვილებს. სინათლის შვილები კაცობრიობის ყველაზე შესამჩნევი ნაწილია, წყვდიადის შვილები კი- აბსოლუტური უმცირესობა. და მაინც, პირველები თავისებურად, დისკრიმინირებულნი არიან, რაც მათ მორალური არასრულფასოვნების მდგომარეობაში აყენებს თავის მოწინააღმდეგესთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში ხშირად სტრატეგიულ ადგილებს იკავებენ. როგორც ჩანს, აუხსნელი გზებით, სიკეთე მძევლად ჰყავთ ბოროტებს და მათ, ვინც ამ ბოროტებს ეხმარება ანგარების, ან შიშის გამო.


ეს ბიბლიური წარმოშობის ორი მხარეა, რომელიც მკვეთრად არის გამიჯნული, როგორც ქალის შთამომავლები და როგორც გველის შთამომავლები. ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც მართალია, ათასი სისუსტე და ნაკლი აქვს, მაგრამ მოტივირებულია სიკეთისთვის, წესიერებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, შრომისთვის, ქვეყნისთვის, ღატაკების დახმარებისთვის, და ღმერთის რჯულის მიხედვით, ზეციურ სასუფეველს მოიპოვებს, მეორე მხარეს არის ისინი, ვინც საკუთარ თავს ემსახურება, ვისაც მორალური პრინციპები არ გააჩნია, ვისაც უნდა ოჯახის, ერის დანგრევა, მუშების ექსპლუატაცია, რათა უსამართლოდ გამდიდრდეს, გააღვივოს შიდა კონფლიქტები და გარე ომები, მოაგროვოს სიმდიდრე და ძალაუფლება. მათთვის დროებითი კეთილდღეობა ერთ დღეს – თუ არ მოინანიებენ- საშინელებად გადაიქცევა, რომელიც მათ ელის ღმერთისგან შორს, სამუდამოდ დაწყევლილებს.


ბატონო პრეზიდენტო, საზოგადოებაში ეს ორი დაპირისპირებული მხარე მუდმივად არსებობს, როგორც ორი მუდმივი მტერი, ისევე, როგორც ღმერთი და სატანა არიან მუდმივ მტრობაში, როგორც ჩანს, წყვდიადის შვილებმა, რომლებსაც თქვენ ასე ეწინააღმდეგებით და რომლებიც ბოლო დღეებია, ასე გებრძვიან, გადაწყვიტეს, გახსნან თავიანთი ბანქო, ასე ვთქვათ, თავიანთი გეგმები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერს აკონტროლებენ და როგორც ჩანს, დაკარგეს სიფრთხილე, რომლის მეშვეობითაც ნიღბავდნენ თავიანთ ზრახვებს. კვლევები მალე გამოაჩენს ნამდვილ დამნაშავეებს, ვინც მართავდა საგანგებო ვითარებას კოვიდის დროს, არა მხოლოდ ჯანდაცვაში, არამედ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მასმედიაში. სავარაუდოდ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სოციალური ინჟინერიის ამ კოლოსალურ ოპერაციაში არიან ადამიანები, რომლებმაც კაცობრიობის ბედი გადაწყვიტეს, მიისაკუთრეს უფლება, იმოქმედონ მოქალაქეების და ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე გავიგებთ, რომ ამ დღეებში მომხდარი არეულობა პროვოცირებული იყო მათ მიერ, ვინც დაინახა, რომ ვირუსი სუსტდებოდა, პანდემიის წინაშე სოციალური შიში ქრებოდა და აუცილებლად ჩათვალეს, პროვოცირება მოეხდინათ სამოქალაქო არეულობის, რათა ამას მოყოლოდა რეპრესიები, რომელიც მართალია, კანონიერი იქნება, მაგრამ ხალხის წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვლება.


იგივე ხდება ევროპაში, სრულიად სინქრონულად. ნათელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბოროტი ძალის მიზნებში, რომლებიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კეთილსინდისიერ ძალებს დაუპირისპირდება. რამდენიმე თვეში ჩვენ ალბათ დავინახავთ, რომ ვანდალიზმის აქტების უკან იმალებოდნენ ისინი, ვინც საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოშლისგან სარგებლის მიღებას აპირებს, რათა ააშენოს სამყარო, რომელიც თავისუფალი აღარ იქნება. როგორც ამას მასონური ანდაზა ასწავლის. შეიძლება, დამაბნეველია, მაგრამ ჩემს მიერ აღწერილი შეხედულება რელიგიური წრეებისთვის კარგად ნაცნობია, არიან ნამდვილი მწყემსები, რომლებიც ზრუნავენ ქრისტეს ცხვრებზე, მაგრამ არიან დაქირავებული-ურწმუნოები, რომლებიც ილტვიან ფარის დაშლისთვის, რათა ცხვრები მშიერ მგლებს მიუგდონ შესაჭმელად. რა გასაკვირია, რომ ეს დაქირავებულები არიან წყვდიადის შვილების მოკავშირეები და სძულთ სინათლის შვილები. ასევე არის ეკლესიები, რომლებიც ღმერთის წინაშე თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობენ. ასე რომ, უცნობ მტერთან მებრძოლი კეთილი ხელისუფლებების გარდა, ეკლესიის წიაღშიც უხდებათ კეთილ მღვდლებს ბოროტებთან ბრძოლა. ეს სულიერი ბრძოლაა, რომელზეც მე ცოტა ხნის წინ, 8 მარტს ვისაუბრე.


ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ვაჟკაცურად იბრძვის სიცოცხლის უფლებისთვის, რომელსაც არ რცხვენია დაგმოს ქრისტიანების დევნა მთელ მსოფლიოში. რომელიც ლაპარაკობს იესო ქრისტეზე და ადამიანების რწმენის უფლებაზე. თქვენი მონაწილეობა „სიცოცხლის მარშში“ და აპრილის „ბავშვთა დაცვის ეროვნულ თვედ“ გამოცხადება – აჩენს, თუ რა მიმართულებით აპირებთ ბრძოლას, გავკადნიერდები და მჯერა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ, თუმცა განსხვავებული იარაღებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მედიაში ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც ჩვენზე განხორციელდა იოანე პავლე მე-2-ის საკურთხევლის მონახულების შემდეგ, მიმართულია არა რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, არამედ კონფლიქტის გასაღრმავებლად. ემსახურება არა სამართლიანობისთვის ბრძოლას, არამედ ძალადობის და დანაშაულის დაკანონებას. არა სიმართლის, არამედ ერთი გარკვეული პოლიტიკური ფრაქციის სასარგებლოდ მსახურებას. ჩვენ ძალიან გვაწუხებს, რომ არიან ისეთი ეპისკოპოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვამხილე. ისინი მოწინააღმდეგე მხარეს დგანან, ემორჩილებიან გლობალიზმს, ერთობლივ აზროვნებას, ახალ მსოფლიო წესრიგს, ისინი ამას უნივერსალური ძმობის სახელით ქადაგებენ, რომელშიც არაფერია ქრისტიანული, მაგრამ რომელიც ესადაგება მასონურ იდეალებს, მათ, ვისაც სურს მსოფლიო ბატონობა, ღმერთის განდევნა ეზოებიდან, სკოლებიდან, ოჯახებიდან და შესაძლოა, ეკლესიებიდანაც კი.
ამერიკელი ხალხი გაიზარდა და ახლა უკვე ხედავს, როგორ ცდილობს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, დამალოს სიმართლე, დაამახინჯოს და გაავრცელოს სიცრუე, რომელიც მათ ბატონებს სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ სიკეთის მხარეს მყოფებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, გამოიღვიძონ და არ დაუშვან, რომ უსამართლო ადამიანებისგან შემდგარი უმცირესობა ატყუებდეს ხალხს თავისი საზარელი მიზნებისთვის. აუცილებელია, რომ სიკეთე, სინათლის შვილები ერთად შეიკრიბონ, რათა მათი ხმა იყოს შესმენილი. რომელია ამისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ბატონო პრეზიდენტო, ვიდრე ლოცვა უფლის მიმართ, რათა დაიფაროს ამერიკა და მთელი სამყარო მტრის თავდასხმისგან. ლოცვის ძალით, წყვდიადის შვილთა სიცრუე გამჟღავნდება, მათი ღალატი ცხადი გახდება.


ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ლოცვა მიმართულია ამერიკელი ხალხის მიმართ, ვისთანაც მე გამომგზავნა რომის პაპმა, ბენედიქტ XVI-მ. კაცობრიობისთვის ამ დრამატულ და გადამწყვეტ საათებში მე ვლოცულობ თქვენთვის ასევე მათთვის, ვინც თქვნს მხარეს დგას ხელისუფლებაში. მე მჯერა, რომ ამერიკელი ხალხი გაერთიანდება ჩვენს გარშემო ყოვლისშემძლე უფლის მიმართ ლოცვაში. კაცობრიობის უხილავი მტრის წინააღმდეგ გაერთიენებული, მე გლოცავთ თქვენ და პირველ ლედის, საყვარელ ამერიკელ ხალხს და ყველა კეთილი ნების ქალსა და მამაკაცს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge