დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თურქეთ-საფრანგეთის კონფლიქტი: როგორ და რატომდაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნატოს წევრები ლიბიის გამო 06.07.2020 12:20

გერმანული „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „თურქეთ-საფრანგეთის კონფლიქტი: როგორ და რატომდაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნატოს წევრები ლიბიის გამო“ (ავტორი - ბარბარა ვეზელი), ამას წინათ ლიბიის ნაპირებთან მომხდარი საზღვაო ინციდენტია გაანალიზებული.


როგორც ცნობილია, 10 ივნისს ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ფრეგატი მიუახლოვდა ლიბიის ნაპირებისაკენ მცურავ თურქული სამოქალაქო და სამხედრო გემების ქარავანს იმ ტვირთების შესამოწმებლად, რომლებიც სამოქალაქო გემებს ლიბიაში მიჰქონდათ, გაეროს მიერ დაწესებელი იარაღის მიწოდების ემბარგოს ფარგლებში. ამის პასუხად, ქარავნის სამხედრო გემებმა ფრანგული ფრეგატი მიზანში ამოიღეს და უბრძანეს უკან დაეხია. ასეთია ფრანგული ვერსია. თურქული ვერსიის თანახმად კი, ფრანგულმა გემმა სახიფათო მანევრები განახორციელა და თურქული გემების მოქმედება მხოლოდ გაფრთხილებას ნიშნავდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ანკარასა და პარიზს შორის სიტყვიერი ბატალიები მიდის, ალიანსის ორი წევრი სახელმწიფოს დავაში ნატოს ხელმძღვანელობაც ჩაერთო.


გუშინ ნატოში განაცხადეს, რომ ინციდენტი უკვე გამოძიებულია და ოფიციალურად მოხსენება მალე ალიანსის სამხედრო საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული, მანამდე კი საიდუმლოდ ინახება.


საფრანგეთი თურქეთს ორმაგ თამაშებში ადანასაულებს. ფრანგების აზრით, თურქები რეგულარულად მონაწილეობს ლიბიისათვის ირაღის მიწოდებაში და ეს ხდება იმ დროს, როცა ანკარა, ნატოს სხვა წევრებთან ერთად, ემბარგოს პირობების დაცვაზე დათანხმდა.


ამასთან დაკავშირებით ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ ციტირებს საფრანგეთის თავდაცვის წამრმომადგენლის ირონიულ განცხადებას - თურქეთის მოქმედება იმ სიტუაციას ჰგავს, როცა იარაღის კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში თვითონ კონტრაბანდისტიც მონაწილეობს“. ფრანგულ სამხედრო უწყებაში აღნიშნეს, რომ ანკარას გაეროს ემბარგო არაერთხელ აქვს დარღვეული. დღევანდელი კონფლიქტის მიზეზი კი ისაა, რომ თურქეთი, აშშ-ის მხარდაჭერით, ლიბიის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ფაიზ სერაჯის მთავრობას იარაღს აწვდის, რომელიც საკმაოდ გაძლიერდა. საფრანგეთი კი თავის მხრივ, მხარს უჭერს ე.წ. „ლიბიის ეროვნულ არმიას“ და მის მეთაურს, გენერალ ხალიფ ჰაფტარს, რომელსაც რუსეთიც ეხმარება.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ ორ ივლისს, ბერლინში ვიზტის დროს, მომენტით ისარგებლა და პარიზს „დააცხრა“: „საფრანგეთმა ინციდენტის თაობაზე ბევრი რამ დამალა და არასწორად წარმოადგინა, თურქეთმა კი ნატოს ყველაფერი დოკუმენტურ საფუძველზე გადასცა. პარიზმა თავი უნდა დაანებოს ანტითურქულ საქმიანობას და მის ნაცვლად ფაქტები უნდა აღიაროს. ველოდებით, რომ საფრანგეთი ბოდისს მოგვიხდის“.


ექსპერტების აზრით, ანკარა-პარიზის დაპირისპირების მიზეზებში ორი მომენტი შეინიშნება: პირველი - საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირადი მტრული შეხედულება, პირადი ანტიპათია თურქეთის მთავრობის მიმართ, რაც „ქვეყნის ლიდერს არ ეკადრება“ და მეორე - აშშ-ისა და თურქეთის ერთმანეთთან თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც „ლიბიის ეროვნულ არმიას“ ეხმარება (მოსკოვს სურს ლიბიაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განალაგოს, რომლებიც სულ რაღაც ორიოდე ასეული კმ-ით იქნებიან დაშორებულნი სიცილიაზე არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზისაგან). ამერიკას თვითონ არ სურს ოფიციალურად ჩარევა რუსეთის მიზნების წინააღმდეგ და ყველაფერს თურქეთის ხელით აკეთებს. რასაკვირველია, თვითონ ანკარასაც აქვს თავისი ინტერესები ლიბიაში.


როგორც ექსპერტი ტარიკ მეგერისი ამბობს ევროპის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან, საფრანგეთი სირიაში ძლიერ ადამიანად სწორედ გენერალ ხალიფ ჰაფტარს თვლის, რომ მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ფრანგულ კომპანიებს მოქმედების თავისუფლება ჰქონდეთ. მაგრამ, როგორც ჩანს, პარიზმა ფსონი არასწორად დადო - ბოლო დროს „ლიბიის ეროვნული არმია“ მთავრობის ჯარებთან მარცხს განიცდის და უკან იხევს.


ისიც აშკარაა, რომ საფრანგეთიც „სცოდავს“ - პარიზიც არის დაკავებული იარაღის კონტრაბანდით და მას ჩუმ-ჩუმად აწვდის გენერალ ხალიფ ჰაფტარს. ამის სესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა.


კარნეგის ევროპული ცენტრის ექსპერტი მარკ პერინი დარწმუნებულია, რომ პარიზ-ანკარის დავაში ევროკავშირი უნდა ჩაერიოს და მხარეები სეარიგოს - იმიტომ, რომ ლიბის საკითხი ევროპისათვის „საგანგებო სიტუაციას“ წარმოადგენს და ევროკავშირის უსაფრთხოებას ემუქრება. ასევე საფრთხის წყაროები იქნება ევროკავშირისათვის რუსული და თურქული სამხედრო ბაზების სავარაუდო განლაგება ლიბიაში. მარკ პერინის აზრით, ლიბიასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უნდა ჩაერიოს, თუმცა ანგელა მერკელი ემანუელ მაკრონისთან შეთანზხმების გარეშე არაფერს არ გააკეთებს...

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://p.dw.com/p/3ek9D 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ