დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ეს აუცილებლად ერის დაღუპვის წინაპირობა იქნება" - სოფო კილაძე 06.07.2020 13:09

პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში გახშირებულ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება:

 

"ქალებზე ძალადობამ და მათმა ხოცვამ ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ხან წვავენ, ხან ახრჩობენ, ხან იარაღს ესვრიან... ძალადობის ხერხების სიმწირეს არ უჩივიან "მამაკაცები".


ჩემს ბავშვობაში მახსოვს ადამიანები გაცილებით უფრო მეტი პატივისცემით იყვნენ ერთმანეთის მიმართ. რა დაგვემართა? როგორ დაგვრია ხელი აგრესიამ, გაუტანლობამ, უპატივცემულობამ, სუსტის ჩაგვრის სურვილმა? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს? მერე გვიკვირს, ბავშვებს შორის ამდენი საშინელება რატომ ხდება.


თუ დროზე სწორად არ გავაანალიზეთ მდგომარეობა, იმ ფასეულობისგან, რაც ქართველს ყველაზე ძნელბედობის ჟამს აძლებინებდა, არაფერი არ დარჩება და ეს აუცილებლად ერის დაღუპვის წინაპირობა იქნება.


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ