საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 4 ივლისს გატაცებული 21 წლის ტატო ზარქუა თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ზარქუა მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ტატო ზარქუა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 4 ივლისს დააკავეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge