დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართულმა პასპორტმა 89-დან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა 07.07.2020 20:53

პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი (The Passport Index) კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით განახლდა. ახალი მონაცემებით, სიძლიერის თვალსაზრისით ქართული პასპორტი ამჟამად მე-15 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო ამ სიაში 89-ე ადგილს იკავებდა. სიაში ამჟამად პირველ ადგილს იაპონია და ახალი ზელანდია იყოფენ. პასპორტის ინდექსი არის ინტერაქტიული ონლაინ-ხელსაწყო, რომელიც გვთავაზობს მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნის პასპორტის შესახებ, მათ შორის, მსოფლიოს პასპორტების შედარებისა და რანჟირების შესაძლებლობას. სერვისის მფლობელია კანადური საკონსულტაციო კომპანია Arton Capital-ი. პასპორტების რეიტინგი ეფუძნება კონკრეტული პასპორტის მფლობელთა მოძრაობის თავისუფლებას და უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს პასპორტის მფლობელებს ამჟამად უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოში შეუძლიათ, 35 ქვეყანაში მათთვის ვიზა გაიცემა საზღვარზე, 106 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ