დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„წინასწარ ნურავის გამოუტანთ განაჩენს - მკვლელის დედობას მოკლულის დედობა სჯობს“ 07.07.2020 23:10

მანჩო გიორგობიანის ბლოგი:

 

ადამიანებო, რაღაც შენიშვნას რომ ვამბობ ხოლმე , ცუდად კი არ მიიღოთ, ან ისე, თითქოს მე თქვენზე ჭკვიანად მინდა თავის მომქონდეს, უბრალოდ სწორად მინდა გამიგოთ , რომ მე , ხანდახან , თქვენზე მეტად მტკივა ადამიანები, მით უმეტეს ახალგაზრდები... იმიტომ კი არა, რომ თქვნზე მეტი ვიცი, უბრალოდ იმიტომ, რომ ცოცხლად სიკვდილი მაქვს გადატანილი, ან ვერ გადატანილი ჯერ ) და სხვანაირად მაქვს გადაფასებული სიცოცხლე, რომელიც არც რად მიღირს, რაობა - იცოდეთ - მკვლელის დედობას მოკლულის დედობა სჯობს... და სიკვდილი, რომელიც ყველაზე ძვირფასია , მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ დავიმსახურე და ველი, რომ დავისვენო ...მოკლედ, სულ ტკივილში ვარ, ამის თქმა მინდა , თქვენ ჯვარი გეწეროთ და 100 წელი გაშოროთ.


ამხელა შესავალი რატომ გავაკეთე, უფროსები , მშობლები ვინც ვართ, ისინი მაინც გაჩერდით და წინასწარ ნურავის გამოუტანთ განაჩენს ხოლმე, რატომ ვაყურებინებთ ბავშვებს და მოზარდებს ასეთ სისასტიკეს , ადამიანების ასეტი გამეტება როგორ შეიძლება?! მით უმეტეს , ახალგაზრდების ?!
აი, ბიჭს ვინც მოუსმინეთ , ახლა არ გრცხვენიათ იმ ხალხს, აქდან უმერავლესობას , ოღონდ ნინო გიორგობიანი გაგელანძღათ, ეს ბავშვი რომ ტალახში აგორავეთ და ბოლომდე გაწირეთ?! წესიერ , პატიოსან ნინოს, ამდენი წლის განმავლობაში ვერაფერი მოედავეთ და თქვენი ბინძური ტვინებით აქილევსის ქუსლი უპოვეთ და ბოლომდე გაიმეტეთ ახალგაზრდა კაცი? იმდენად რომ ორი დღეა მოითხოვთ მის დამნაშავეებში გადაყვანას?! იმაზე არ დაფიქრებულხართ, რომ უმძიმეს დღეშია ახალგაზრდა ადამიანი და ისედაც მთელი ცხოვრება გაჰყვება ეს სიმძიმე, რომ რაღაცის შეცვლა შეეძლო და ვერ მოახერხა?!
მით უმეტეს, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ოცნებობს გმირობაზე და არა პირიქით?!.


იმის მაგივრად, რომ ჩვენ, უფროსებმა დავიცვათ ამ ნაძირალებისგან, თუნდაც ცოტა შეშლოდა, პოლიტ-შაკალებს უნდა შევაჭმევინოთ? როგორც ჩვენ შვილს ისე რატომ ვერ უნდა შევხედოთ? ისევე რატომ ვერ უნდა დავიცვათ? დავამშვიდოთ, მხარში ამოვუდგეთ, .. არ ვიცი, რაღაც სიტყვები მოვუძებნოთ, ამ უმძიმეს მომენტში , რომ ხელი არ ვკრათ და უფსკრულში არ გადავჩეხოთ, ან კიდევ უარესი სუიციდისკენ არ ვუბიძგოთ... სინამდვილე , ჭეშმარიტება ხომ მაინც არ დაიმალება და აქ ჩვენ რას ვაკეთებთ, მოსწრებაზე რომ ვიყვიროთ " სტუკ , სტუკ მე პირველმა დამნაშავე ვიპოვეეე" , ამის გამო , მზად ვართ , ყყველას და ყველაფერს შევაწმინდოთ მთელი ჭუჭყი და დამნაშავეობის ტალახი გობებით ვასხათ პირველივეს, ვინც ხელებში ჩაგვივარდება?! ძალიან მძიმეა , რასაც ვიტყვი, მაგრამ ასე იოლად ადამიანების გამეტება მხოლოდ უთავმოყვარეო არაადამიანს შეუძლია, რადგან მხოლოდ მან არ იცის რას ნიშნავს თავმოყვარეობაზე გავლა-გამოვლა, ვინც თავმოყვარეა, ის სხვაზეც თავის გადასახედიდან ფიქრობს და მისთვის ასე იოლი არ არის ადამიანს თავს ლაფი დაასხას... სხვის შვილებსაც ისე რომ განვსჯით, როგორც საკუთარს, მერე იქნებ ცოტა გვეშველოს და ჩვენ რომ გავიზრდებით, მერე იქნებ ახალგაზრდობაც ნორმალური გაიზარდოს და არა ჩვენნაირი სასტიკი და დაუნდობელი , ენა რომ გვისწრებს გონებას... ჩვენ სიცოცხლეში ბევრად კეთილშობილები მაინც ვართ, ფბ-ში, უმრავლესობა აგრესიული ბაქი-ბუქია და ახლაგაზრდებმა სისასტიკე გადაიტანეს რეალშიც, ვერ ხედავთ, რასაც წერენ, იმასვე რომ აკეთებენ?!.. რა გვინდა, რომ ცივსისხლიანი ტერარიუმი გამოვზარდოთ, ჩვენი უაზროდ ალესილი ენების შემხედვარე?!..

 

მამაჩემი ასე მასწავლიდა, სანამ ვინმეზე გაბრაზდები, მანამდე, მისი ტყავი მოირგე , ეცადე თავი იმართლო "მანჩოსთან" და აი მერე გაბრაზდიო.. ყოველთვის ეცადე, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, ჯერ გამართლება მოუძებნო ადამიანსო... ადამიანის დაკარგვას წუთი უნდა და შეძენას წლებიო 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ