დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გარდაცვლილი და დაშავებულებიც არასრულწლოვნები არიან – ავტომანქანა ერთ-ერთს პაპისგან ჰქონდა ნათხოვარი 08.07.2020 00:25

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული პირებიც არასრულწლოვნები არიან. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია სოფელ ქვემო მაჩხაანის მკვიდრი, 15 წლის გიორგი ჯანყარაშვილი, ხოლო ორი დაშავებულიდან, ორივე, 14 წლის ასაკის მოზარდია. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ერთ- ერთ დაშავებულს, პაპისგან ჰქონდა ნათხოვარი. „მანქანა პაპამ ათხოვაო, ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ეს ორნი კლასელები არიან, მაგრამ ეს გარდაცვლილი ბიჭი, არავინ იცის, როგორ მოხვდა ამათთან“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. დაშავებული ახალგაზრდები ამჟამად, წნორის საავადმყოფოში იმყოფებიან. ერთ-ერთ მათგანს, ტვინის შერყევა აქვს. რაც შეეხება მეორეს, თავის არეში მიღებული მძიმე ტრამვების გამო, ექიმებმა, კატასტროფის ბრიგადის მეშვეობით, მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა. გარდაიცვალა ერთი და მძიმედ დაშავდა ორი არასრულწლოვანი.

 

 

 

 

„პრაიმტაიმი“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ