ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"აშშ-ს კონგრესში მომზადებული კანონპროექტის შესახებ.
1. დააკვირდით სტატიის სათაურს, ასე გამოაცხადა რამდენიმე პოლიტიკოსმა, როგორც უკვე შემდგარი ფაქტი, - "აჩერებს".
2. მოსახლეობისთვის გასაგები რომ იყოს, კიდევ ერთხელ, - აშშ-ს კონგრესში დაინიცირდა კანონის პროექტი, ანუ რასაც ავრცელებენ ეს არა უკვე შემდგარი კანონი. შესაბამისად ეს ცრუ ინფორმაციაა.
3. გავა თუ არა ეს კანონი ამ შინაარსით და გაიყინება თუ არა გამოყოფილი დაფინანსების 15%? დიდი ალბათობით არა, რადგან იმედია ესმით, რომ ასეთი ნაბიჯით, ამ მიზერული თანხის გამო, მხოლოდ პრორუსულ განწყობებს გააძლიერებენ, რისი მცდელობებიც უკვე არის აშშ-ში მიმდინარე პროცესების ფონზე.
4. დავუშვათ და გავიდა ამ შინაარსით და გაგვიყინეს ეს 15%, ხელისუფლების ოპონენტებს ასე რატომ უხარიათ?
5. ვისაც უხარია თანხის ნაწილის გაყინვა, ამბობენ, რომ კრიზისის პირობებში ეს თანხები მოქალაქეთა ჯიბეებს მოაკლდებაო. სიცრუეა. მოსახლეობა ამ 20 მლნ-ს ვერც კი იგრძნობს. მით უმეტეს, რომ ამ 132 მლნ-ს ძირითად ნაწილს, რომელიც გამიზნულია საქართველოში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად, საქართველო, მისი სამოქალაქო სექტორი მიიღებს. 20 მილიონი რა პროგრამებს მოაკლდება, თავდაცვის მხარდაჭერას? არ ვიცი, მაგრამ, ხალხი თავის ჯიბეზე რომ ვერც იგრძნობს ამ ამ თანხის გაყინვას, ბევრი ცოდნა არ სჭირდება.
6. კიდევ ერთხელ, მხოლოდ მავნე ელემენტებს შეიძლება უხაროდეს, თუ შენს ქვეყანას დაფინანსებას უმცირებენ ან სხვა სახის სანქციებს უწესებენ. მაგრამ არ მივა მაქამდე და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსაც იხილავთ.
7. ამ კანონპროექტის პარადოქსი. აშშ აგრზელებს რუსეთში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას. არ აპირებს მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის გაყინვას. ეს როგორ ჯდება ამ კანონპროექტით აღფრთოვანებული ჩვენი პოლიტიკოსების ლოგიკაში? ეტყობა რუსეთში ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვა კითხვებს არ ჰბადებს, რუსეთში დემოკრატია ყვავის.
8. ახლა რაც შეეხება ამ კანონპროექტის მნიშვნელობას, რატომაა ყურადსაღები და რატომ არ უნდა უხაროდეთ მათ, ვისთვისაც ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღლა დგას. გავა ეს კანონი ამ შინაარსით, თუ არ გავა, მას ეცნობიან, კითხულობენ ევროპელი პარტნიორები, მ.შ. ევროპელი ოპონენტები. თვალი და ყური ეჩვევა ამ ფორმულირებებს. ევროპაში არ ფიქრობენ რომელმა ლობისტურმა ინტერესმა მოახდინა გავლენა, ან ჩვენი რომელი პოლიტიკოსის ოჯახის მეგობარმა იმოქმედა სუბიექტურად. ამას არავინ ჩაწვდება. ტექსტში რაც წერია, იმას მიიღებენ მოცემულობად.
ამიტომ, ვისაც ხელი ურევია ამ კანონპროექტის ტექსტის ფორმირებაში, ისინი ებრძვიან არა პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ სახელმწიფო ინტერესებს, ებრძვიან ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ანოყიერებენ რუსული პროპაგანდის ნიადაგს, რომელიც ნატოში გაწევრიანების გაწელილი პროცესის გამო, ისედაც ჭარბადაა განაკელიანებული.
9. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლება ამ კანონპროექტს მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგეს. არ ჩამოვწერ აქ რჩევებს. ფაქტია, რომ ჩავარდნებია და ამ ჩავარდნების მიზეზები გამოსასწორებელია.
ისე, თუ ვინმეს აშშ-ში პირადი მეგობრები ჰყავს, თქვენ რატომ არ გყავთ (თუ პასუხი გაინტერესებთ, მკითხეთ)? თუ ვინმეს ასეთი ეფექტიანი ლობისტები ჰყავს, თქვენ რატომ არ გყავთ?
ვიმეორებ, ამ ფაქტში განა ისაა მთავარი, მიიღებს თუ არა პროექტი კანონის სახეს, ამ შინაარსით, არამედ თავად მოცემულობა და ტენდენციები.
ეს ამერიკაა თავისი სახელისუფლებო ლაბირინთების თავისებურებებით.
ნუ წაუყრუებთ, იმოქმედეთ!
10. და ბოლოს, ბევრჯერ დავწერე და გავიმეორებ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის, როცა, არათუ ფონს არ ვართ გასულები, ქარიშხალის დროს ბეწვის ხიდზე პირდაპირ შუაგულში ვდგავართ, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საერთაშორისო არენაზე გადატანა მავნებლობაა,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge