დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

აშშ-ში კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა 08.07.2020 13:34

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 996 098-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

CNN-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

გარდა ამისა, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 131 480-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ