დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოსაც აზიანებს“ 08.07.2020 20:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რიგი კვლევები ადასტურებს, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს. გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც კორონავირუსისგან განკურნებული პაცენტების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგი განახორციელდება.

 

„მე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც გვეგონა კოვიდინფექციის საწყის ეტაპზე , რომ ის მხოლოდ სასუნთქ გზებს აზიანებდა, ეს ასე არ არის. დიახ გამოჩნდა რიგი კვლევები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ მას აქვს ასევე ე.წ პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ ის სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ვთქვათ იგივე ტვინის ქსოვილს, იგივე გულის კუნთის ქსოვილს და ა.შ. რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს მნიშვნელოვანი გართულებები ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლავთ და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგის, რომელიც ალბათ განხორციელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ