კორონავირუსის ჰაერით გადაცემის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები , - ამის შესახებ დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, დამატებითი მტკიცებულებებია საჭიროა იმის დასადასტურებლად, რომ კორონავირუსის გავრცელება ჰაერითაც შესაძლებელია.
„ამის შესახებ იყო სტატია, რომ მეცნიერთა ჯგუფმა გაუგზავნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაცია კვლევებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა ჰაერით გადაცემის შესაძლებლობას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს, დასაშვებად მიიჩნევს ამ გზით ინფექციის გადაცემას. თუმცა, საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მათ განაცხადონ, რომ კოვიდის გადაცემა ხდება ჰაერით. საქართველოში კონკრეტუკლად ამ მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, ჩვენ გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო ორგანიაციები გააზიარებენ და ველოდებით მათგან დასტურს, რომ საკმარისია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კოვიდის გავრცელება ხდება ჰაერის საშუალებით“, - განაცხადა კასრაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge