დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია 08.07.2020 20:38

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ცნობისთვის, ორი პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ