თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სოფელ შალაურში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცავები გრემელაშვილით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისივე ბიძაშვილმა, სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო მიხეილ გრემელაშვილის მიერ საკუთარი შვილების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრემელაშვილის შვილები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge