დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ამ პიროვნებას რა შეხება აქვს ამ საქმესთან? საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ამ სატელევიზიო შოუების გამო დაიბარეს“ 08.07.2020 23:30

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" საგამოძიებო ორგანოში სატელევიზიო შოუების გამო დაიბარეს და ის საქმის მასალებში არ ფიგურირებს. აღნიშნულის შესახებ ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ნიკოლაძე განმარტავს, თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს მას შემდეგ ელაპარაკება, რაც ის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვეს, „კაწრო“ არ არის.

 

„ამ პიროვნებას რა შეხება აქვს ამ საქმესთან, საქმის მასალებიდან არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება. გულწრფელად რომ გითხრათ, მგონია, რომ უფრო დაბარებულია ამ სატელევიზიო შოუების შემდეგ. საქმის მასალებიდან რაიმე კავშირი არ მინახავს. ის საქმის მასალებში არ ფიგურირებს. საერთოდ არ ვიცი ბილანიშვილი ვინაა და რატომ არის დაბარებული. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ამ სატელევიზიო შოუების გამო დაიბარეს. ამირხანაშვილი როცა პირველად ვნახეთ, ჩვენც გვითხრა ამის თაობაზე, როცა დიდუბეში ჩამოვიდა, რადგან მას მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, ვიღაცას სთხოვა და შემდეგ იმ ადამიანების მეშვეობით დაუკავშირდა საკუთარ ოჯახს“, - აცხადებს ნიკოლაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ