დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია 09.07.2020 00:32

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლურსმანაშვილი ხაშურის მკვიდრია. აღსანიშნავია, რომ ლურსმანაშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე იმყოფება.

 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ