დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„გვარამიას მორიგი ჩაჯვობა: ,კაწრო" არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ტიპი, ხოლო ჟორიკა რურუა არის ოპოზიციის ლიდერი და პოლიტპატიმარი“ 09.07.2020 01:44

ჯაბა ხუბუას პოსტი:

 

გვარამიას მორიგი ჩაჯვობა: ტიპი, რომელზეც ამტკიცებდნენ, ,,კაწრო" არისო, ,,კაწრო" არ აღმოჩნდა და ვინც რეალურად აღმოჩნდა, ის ტიპი მივიდა შსს-ში. გვარამიას და ზოგადად, გვარამიაობრაზნი მედიის ტრადიციული ჩაჯვობა: ,,კაწრო" არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ტიპი, ხოლო ჟორიკა რურუა არის პოლიტიკოსი, ოპოზიციის ლიდერი და პოლიტპატიმარი. P•S. არ ვიცი, ვინაა ,,კაწრო", იქნებ მართლა ახალი მოდიფიკაციის ჟორიკა რურუაა, მაგრამ ჟორიკა რურუას ტელევიზიას რომ ეგ უკვირს, სასწაული.

 

შგახსენებთ, რომ ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ აბესაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. საგამოძიებო ორგანო თავად ავთანდილ ბილანიშვილმა ისე დატოვა, რომ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. „ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი, გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, საერთოდ არ გასულა უბნიდან. მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წუთებში, სამინისტრომ, გამომძიებლებმა დაადგინეს ის პირი, თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ ეს არის „კაწრო“. სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა“, - განაცხადა აბესაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ