დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცოების მართვის სამსახურის განცხადებას ავრცელებს 09.07.2020 13:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცოების მართვის სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.


ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.


გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.


შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები." - ნათქვამია განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ