დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ე.წ. დიდუბის ეპიზოდზე გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი გამოკითხა 09.07.2020 20:13

შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი გამოკითხეს. ის უწყებაში მამასთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ამირხანაშვილთან კითხვები საგამოძიებო უწყებას ე.წ. დიდუბის ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდა. გურამ ამირხანაშვილმა უწყება ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 8 ივლისს ე.წ დიდუბის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ავთანდილ ბილანიშვილი და ლაშა ლურსმანაშვილი.

 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, დღეს განცხადება გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, მედიით გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ავთო ბილანიშვილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ