დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

რატომ იყო კომპიუტერში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა საერთო მასალაში არეული - რა შეეშალა პროკურატურას 09.07.2020 20:40

რატომ იყო კომპიუტერში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, ასე საერთო მასალაში არეული - ამ კუთხით არა ერთი შეკითხვა დაისვა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. ადვოკატი აცხადებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურება გუშინ მოითხოვეს, თუმცა ეს ცოტა დროში გაიწელა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნულ მასალებს შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს და არარელევანტურია.

 

„ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შენახვა-გავრცელებას. ამ კუთხით გამოვიკითხეთ ჩვენ, ანუ პირები რომლებმაც მივიღეთ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულებები და როდესაც გავიგეთ, რომ ეს არის პირადი საიდუმლოების შემცველი მასალა, წარვადგინეთ განცხადება და განადგურება მოვითხოვეთ. შესაბამისად, ამ კუთხით დაიწყო გამოძიება, მოპოვებაა ერთ-ერთი მიმართულება, ანუ რატომ იყო კომპიუტერში ეს მასალა, ასე საერთო მასალაში არეული, ამ კუთხით არა ერთი შეკითხვა დაისვა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია. შესაბამისად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მასალის განადგურება არ მომხდარა. როდესაც ექსპერტიზამ ეს მასალები გადმოაგზავნა, უნდა ყოფილიყო განცალკევებულად. მასალები, რომლებიც არის საქმესთან რელევანტური და ცალკე უნდა ყოფილიყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. მითუფრო მაშინ, როცა ეს არარელევანტური ინფორმაციაა და საქმეს არ ეხება. შსს-ს ეს მასალები უნდა ჰქონოდა, ვინაიდან საექსპერტო დაწესებულებამ გადმოუგზავნა, მაგრამ ეს მასალები ჩვენთვის არ უნდა გადმოეცათ. შეცდომაა, გაუგებრობაა თუ რა არის, ამას გამოძიება დაადგენს. არ ვიცი ეს მასალები სხვა ადვოკატებსაც გადაეცათ თუ არა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ