დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"კალათბურთელი თორნიკე შენგელია-ღა დარჩა მიწასთან მოსასწორებელი და აგუგუნდა ხო სასწრაფოდ ასფალტის მოსასწორებელი ''კატოკი''?!" 10.07.2020 13:59

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი - ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, კალათბურთელ თორნიკე შენგელიას რუსეთის საკალათბურთო კლუბში გადასვლის საკითხს და ამ თემის ირგვლივ, საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

 

 

"კალათბურთელი თორნიკე შენგელია-ღა დარჩა მიწასთან მოსასწორებელი და აგუგუნდა ხო სასწრაფოდ ასფალტის მოსასწორებელი ''კატოკი'' ?!


და ''კატოკის რულთან'' დასხნენ ხო მორალისტები, ურა-პატრიოტები, წყაროსავით ანკარა კლავიატურის ლომები?!


იმ რუსეთში 900 000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს (ოკუპანტ თურქეთზე აღარაფერს ვიტყვი - იქ ვინ მოსთვალოს ცაში ქვიშა და ან ჩვენებურები!)....


მოკეთეთ რაა! ჯერ რამე ისეთი გააკეთეთ, რომ ისტორიამ ერთი სტროფი მაინც შემოინახოს თქვენზე სათქმელი და მერე გინდ რუსეთში ასახელეთ სამშობლო (ეს ვინ ყოფილაო!). გინდ მონღოლეთში და გინდ ირანში! (სხვა დანარჩენ ოკუპანტებსაც გავიხსენებ მოგვიანებით და ჩავამატებ აქ)" - წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ