დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"საქართველომ თვითონ განახორციელა აგრესიის აქტი იმ დროისათვის ჯერ კიდევ თავისივე ავტონომიებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან" 10.07.2020 16:14

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ («Комсомольская правда») ჟურნალისტებს ესაუბრა და პასუხი გასცა მათ კითხვებს. რუსეთის ექს-პრემიერი საუბრის დროს საქართველოსთან, უკრაინასთან და ბელარუსთან ურთიერთობებსაც შეეხო.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთი დაუპირისპირდა საქართველოს, უკრაინას, ბელარუსთანაც ყველაფერი კარგად არ გვაქვს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოოდ არ წავეჩხუბოთ ჩვენს ახლანდელ და ყოფილ ძმებს?


- ჩვენ არავის არ დავპირისპირებივართ. ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ ზოგიერთი სახელმწიფოს არამეგობრულ მოქმედებაზე, როცა ეს აუცილებელი იყო. როგორც ცნობილია, საქართველომ თვითონ განახორციელა აგრესიის აქტი იმ დროისათვის ჯერ კიდევ თავისივე ავტონომიებთან - აფხაზეთთ//სამხრეთ ოსეთთან, სადაც ჩვენი მშვიდობისმყოფლები იდგნენ. ჩვენ ჩარევა მოგვიწია, რის შედეგადაც, ბუნებრივია, საქართველოსთან დამოკიდებულება გართულდა, გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა. მაგრამ ღმერთი ხედავს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ მოგვიწყია. ეს იმ ხელისუფლების კისერზეა, რომელიც მაშინ იქ იყო. საქართველო დღეს იმდროინდელი უპასუხისმგებლო ხელისუფლების მოქმედების შედეგებს იმკის.


უკრაინაზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც იქ მოხდა, ჩვენი დამოკიდებულება, ბუნებრივია, შეიცვალა. განსაკუთრებით ყირიმის რეფერენდუმისა და რუსეთთან მისი შემდგომი შეერთების შემდეგ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინის მიმართ არამეგობრული პოლიტიკის გატარება გვსურს. არა, უბრალოდ, უკრაინელები უნდა შეურიგდნენ იმ რეალობას, რომელიც უკვე არსებობს და დაიწყონ შიდა კრიზისის მოგვარება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.


რაც შეეხება ბელარუსს - აქ უფრო მეტად საქმე გვაქვს ჩვენდამი არამეგობრულად განწყობილი ძალებისა და სხვადასხვა პოლიტოლოგების გამონათქვამებთან. რა თქმა უნდა, ხანდახან თვითონ ხელმძღვანელებიც აღვივებენ სიტუაციას. ჩვენ და ბელარუსს სამოკავშირეო სახელმწიფო გვაქვს, ჩვენ ინტეგრაციით ვართ დაკავებული. დიახ, პროცესი იოლად არ მიდის. დიახ, ჩვენ ვდაობთ გაზის ფასზე, ნავთობზე... ვიღაცეებს რაღაც სწყინთ, მაგრამ მთლიანობაში ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ ბელარუსებთან ერთად ერთი ხალხი ვართ, ისინი ჩვენთან ძალიან ახლოს დგანან. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება.


- და განა სამუშაო პროცესი უფრო არ გართულდება, თუ ალექსანდრე ლუკაშენკოს აგვისტოში, ვთქვათ და არ აირჩევენ?

- მოდით, შედეგებს დაველოდოთ. გადაწუვეტიოლებას ბელარუსის რესპუბლიკის მოსახლეობა იღებს. ეს იგივეა, რაც დონალდ ტრამპის მიმართ მოხდება - ხალხი უპასუხებ იმ კითხვას, თუ ვინ უნდა მართოს სახელმწიფო. ბელარუსის ჩვენთვის განსაკუთრებული ქვეყანაა, ჩვენი მოკავშირეა. დავუბრუნდეთ ისევ ამერიკას: ვინც არ უნდა იქნეს არჩეული, რუსეთი ყველასთან იმუშავებს - როგორც საპასუხისმგებლო საერთაშორისო პარტნიორი, როგორც გაეროს უიშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, როგორც ბირთვული სახელმწიფო, რომელსაც მსხვილი ეკონომიკა აქვს - იმუშავებს ყველა ადმინისტრაციასთან. ჩვენ ყოველთვის აქედან გამოვდივართ“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.kp.ru/daily/27153/4250026/

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ