დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„ბიჭი სცე­მეს მაგ­რად, შემ­დეგ გა­და­აგ­დეს წყალ­ში და ჩან­თა შე­მო­დეს იქ - რა­საც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, ზუს­ტად ის სცე­ნა­რია“ 10.07.2020 20:32

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. დასკვნაში აღწერილია რო­გორც სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი, ისე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლის დად­გო­მის შემ­დეგ მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. შა­ქა­რაშ­ვილს სიკ­ვდი­ლის წინ, მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც "ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს და დამ­დგარ სიკ­ვდი­ლის ფაქტთან უშუ­ა­ლო მი­ზე­ზობ­რივ კავ­შირ­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან".

 

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ად­ვო­კატი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, რო­მე­ლიც გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს იცავს, აცხადებს, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლია:


"დიახ, ეს არის მკვლე­ლო­ბა. გან­ზრახ თუ არა, ეს ცალ­კე სა­კი­თხია. ბიჭი იყო ნა­ცე­მი, მას ჰქონ­და სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და შემ­დეგ ცო­ცხალ-მკვდა­რი გა­და­აგ­დეს წყალ­ში და და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ვინც ნახა, ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ იმ­ხე­ლა მან­ძი­ლის გავ­ლა და წყალ­ში ისე ჩა­ვარ­დნა, რომ იქ ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩოს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჯერ იმი­ტომ, რომ წყლამ­დე ძა­ლი­ან დიდი მან­ძი­ლია, მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი და მე­ო­რეც - წყა­ლი არის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი, ისე, რომ ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი იქ არ და­იხ­რჩო­ბო­და. ამ ვერ­სი­ას ვა­მუ­შა­ვებ­დი თავ­ში­ვე, რომ სცე­მეს მაგ­რად, შემ­დეგ გა­და­აგ­დეს წყალ­ში და ჩან­თა შე­მო­დეს იქ. რა­საც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, ზუს­ტად ის სცე­ნა­რია და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც ამას ადას­ტუ­რებს. სას­ტი­კად ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი გა­დაგ­დე­ბუ­ლია წყალ­ში, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ და სა­ბო­ლო­ოდ წყალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ქვე­მოთ ჩა­ათ­რი­ეს ნა­ცე­მი და შემ­დეგ გა­და­აგ­დეს წყალ­ში" - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ