დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„გიორგის ვინ გაეკიდა, ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ, ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ, ისიც ვიცი“ 10.07.2020 22:08

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, მან კარგად იცის რამდენი ადამიანი გაეკიდა გიორგის და ვინ არიან ისინი. ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ „ტევე პირველის“ ეთერში ისაუბრა.

 

„გიორგის ვინ გაეკიდა, ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ, ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ, ისიც ვიცი. გიდასტურებთ, რომ გიორგის რამდენიმე ადამიანი გაეკიდა, კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით. „ტოიოტა“- დან გადმოსული ადამიანების ნაწილი ამირხანაშვილთან დარჩნენ, ნაწილი კი გიორგის გაეკიდა.“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. მანამდე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნიკოლაძემ გააჟღერა ოჯახის პოზიცია, რომელიც „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რის შედეგადაც ირკვევა, რომ 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი წყლით ასფიქსიაა, თუმცა, მას სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებიც უფიქსირდება.

 

ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ