დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„როდესაც შენ ხარ ქვეყნის სახე, ვერ იმღერებ იმავდროულად იმ ქვეყნის და გუნდის ჰიმნზე, რომელიც არის სიმბოლო შენი ბედკრული ქვეყნის ოკუპაციისა“ 11.07.2020 20:38

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

 

კოლაბორაციონიზმი გადამდებია!

 

სიმბოლოებს პოლიტიკაზე მართლა დიდი მნიშვნელობა და ზეგავლენა აქვს, ფაქტიურად ყველა დიდი იმპერია სიმბოლოებზე იდგა და დგას დღესაც. მაგრამ, ამავდროულად სიმბოლოებიც ისტორიული კანონზომიერების შედეგია. თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება ბევრს უნანია, მაგრამ თავად ისტორია ყოფილა ულმობელი, ისტორიას არ უპატიებია არავისთვის. ალბათ სხვა წარმატებულ ქართველებსაც ჰქონიათ მსგავსი შეთავაზება და შეიძლება უკეთესიც კი, მაგრამ უარი უთქვამთ ამ ცდუნებისათვის. შემიძლია ჩამოვთვალო, უბრალოდ სპეკულაცია რომ არ გამომივიდეს თავს შევიკავებ, ბევრმა ეს ისედაც იცის. უკაცრავად და დიდი ქართველი დიდმოწამე დედოფლის არჩევანზე აქ არც არაფერს ვიტყვი, უბრალოდ პიროვნული და ისტორიული შეუსაბამობის გამო. არჩევანს ყველა თავად აკეთებს, და არც სხვისი საქციელის განსჯა და მორალისტობაა გამოსავალი. თუმცა ერთ თვალსაჩინო და გასათვალისწინებელ მაგალითს მოვიყვან.

 

მიუხედავად სტალინის და საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მცდელობისა, მაინც ვერ გახდა გიორგი სააკაძე დიდი ქართველი გმირი. ისტორიული კანონზომიერება თუ გნებავთ სამართალი კი ის იყო, რომ მიუხედავად მარტყოფის ისტორიულ ბრძოლაში მისი დამსახურებისა და უდიდესი პიროვნული ტრაგედიისა, უსახელოდ მიიცვალა და მოკლეს ვერაგულად უცხოეთში გადახვეწილი. სწორედ ამ ულმობელი ისტორიული ვერდიქტის გამო წააგო ამ მართლა უდიდესმა მხედარმთავარმა და სამხედრო სტრატეგმა, ჯერ აქ ბაზალეთის ბრძოლა ვერაფრით გამორჩეულ თეიმურაზ პირველთან და შემდგომ, საკუთარი სიცოცხლეც.

 

არ არის ლამაზი როდესაც ახლა ხდება საქართველოს ნაკრების კაპიტნის ან მიწასთან გასწორება და ზედმეტი განქიქება ან ისტერიული მხარდაჭერა. პიროვნულად ჩემთვის კიდევ გასაგებია მისი ეს საქციელი კარიერის ბოლოს, მაგრამ მორალურად და პოლიტიკურად რა გითხრათ. ნამდვილად ვერ დადგება სასწორის ერთ პინაზე იმ ხალხის არჩევანი ვინც რუსეთში შრომობს და ოჯახებს იქიდან არჩენს, ვერც სხვა რუსეთის გუნდებში მოთამაშე სპორცმენების ანალოგად. როდესაც შენ ხარ ქვეყნის სახე, ვერ იმღერებ იმავდროულად იმ ქვეყნის და გუნდის ჰიმნზე, რომელიც არის სიმბოლო შენი ბედკრული ქვეყნის ოკუპაციისა, რომელიც დღესაც გრძელდება! ეს იყო ფაქტიურად საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონ სალომე ზურაბაშვილის სავსებით სწორი და პატრიოტული ნარატივიც! ამიტომაც დავუჭირე მხარი მას საპრეზიდენტიო არჩევნებში და ამიტომაც მოგიწოდეთ მაშინ -გააკეთეთ ეს არჩევანი და არ შეგეშინდეთ მომავლის!

არა რუსულ ოკუპაციას და არა კოლაბორაციონიზმს! ეს ჩემი არჩევანია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ