20:54 11.07.2020
„ღვთისმშობლის წილხვედრი მარადიული საქართველოს ხელყოფისათვის რომ ქართველთყლაპია რუსეთის ურდოც დაილეწება და ქართველთმოძულე ოსმალეთიც, ვინმეს ეჭვი ეპარება?!“

გიორგი გიგაურის პოსტი:

 

მერე, უკვირთ, რატომ ვართ ურდოო?! აი, ამიტომ! მართლმადიდებლობის ბიზანტიური მარგალიტის - აია სოფიას მეჩეთად გადაქცევით, ოსმალომ ამით გატრუნულ პუტინს ცრუ ,,მონომახის'' თავზე ჩამოამხო ,,მესამე რომისა'' და ,,ბიზანტიის მემკვიდრის'' ისედაც ბერწი ოცნება... თავლაფდასხმული პუტინის საოკუპაციო ვანდალი ოპრიჩნიკები კი, ამ დროს, მართლმადიდებელ საქართველოში, კასპის რაიონში შემოვარდნენ, სხვილოს ციხესთან, ქვემოჭალელი ქართველი მართლმადიდებელი გლეხი ავტომატით ფეხში დაჭრეს და ცხინვალის საპყრობილისკენ გააქციეს! შეგახსენებთ, ეს ის პუტინია, რომელმაც, ზედ აღდგომის წინ, წითელ პარასკევს, ხაშურის რაიონში საოკუპაციო ხაზი გადმოგვიწია და აკი, იმიტომაც წაილეკა კორონავირუსისაგან, დღემდე რომ სრავს რუსეთს! და ღვთისმშობლის წილხვედრი მარადიული საქართველოს ხელყოფისათვის რომ ქართველთყლაპია რუსეთის ურდოც დაილეწება და ქართველთმოძულე ოსმალეთიც, და ეს ჩვენს სიცოცხლეში მოხდება, ვინმეს ეჭვი ეპარება?!

 

ცნობისათვის: ღვთივკურთხეულ ბაგრატოვანთა ათასწლოვანი სამეფო ტახტის დამხობა და ორიათასწლოვანი ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება რომანოვებს სამეფოს დაკარგვად, დედაწულიანად ამოწყვეტად და სამოქალაქო ომში მილიონობით რუსის ამოწყვეტად დაუჯდათ...
დიდია უფალი, ყველას მიაგებს!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge