დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში“ - მოქალაქის დაჭრის საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს 11.07.2020 22:46

ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა. „არავის არც ხელს ვაფარებ და არც უდანაშაულობას დანაშაულად არ ვიზამთ. ბავშვი არის სპორტსმენი, ჯანმრთელი. ამბავი არ ვიცი, გაერკვევიან. შვილს აქვს სიმართლის მხარე, თუ ვინმე იმას ცდილობს, რომ არჩევნები მოდის და ნებისმიერი ქმედებით ამ არჩევნების, რაღაც ინიცირება მოახდინოს და ბინძური თამაშის, ეგ პრობლემა მისია და ჩვენი არანაირად“, - განაცხადა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-თან.

 

საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა. აღნიშნულ საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. გარდა ამისა საქმეზე, შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი პირი. უწყების ცნობით, 2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ