დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

დავით შენგელია ზუგდიდში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 12.07.2020 19:17

შსს ზუგდიდში დავით (დადუ) შენგელიას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს- ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6 785 აშშ დოლარი და 500 ევრო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ